დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლის პირველი შეფასებები
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/21 15:20:44

ამ წუთებში დასრულდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა პარლამენტში,  რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.


საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, მარგველაშვილის გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ გამოიკვეთა ის მნიშვნელოვანი პროექტები და გეგმები, რაც ქვეყანას განვითარებას მოუტანს.

 

როგორც ველოდით, ეს იყო მნიშვნელოვანი მოხსენება, რომელთა დაკავშირებითაც არანაირი შენიშვნები არ არსებობს. თუკი „ნაციონალურ მოძრაობას“ რაიმე პრეტენზიები ექნება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სხვაგვარად არ შეუძლიათ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მანანა კობახიძემ.

 

პრეზიდენტის გამოსვლას წარმატებულად აფასებს თინათინ ხიდაშელიც.

 

ოპონენეტებისგან განსხვავებით, შენიშვნები აქვთ საპარლამენტო უმცირესობ წევრებს.

 

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ერთსაათიან მოხსენებაში არ ყოფილა არცერთი წინადადება ან ინიციატივა, რომელიც დაგამახსოვრდება. ეს იყო ზედაპირული გამოსვლა, როგორც ვფიქრობდით და ხელისუფლება კვლავ ოცნებაში დარჩა. – აცხადებს ვაშაძე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2705
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია