საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტმა 2013 წელი წარმატებულად შეაფასა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/02/21 14:53:38

დღეს საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში გამოსვლისას სიტყვა ტაშით შეაწყვეტინეს, როცა ის ევროინტეგრაციაზე საუბრობდა.

 

„საქართველოში არასდროს არ გადაიხედება ევროპული არჩევანი, ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს წინაპრების არჩევანია. ნატო ჩვენი პრიორიტეტია“– განაცხადა მარგველაშვილმა გამოსვლისას.

 

პრეზიდენტმა 2013 წელი წარმატებულად შეაფასა.

 

გიორგი მარგველაშვილი, მიმდინარე ცვლილებების გათვალისწინებით, ახალი ხელისუფლების წარმატებად პატიმართა უფლებების დაცვას, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და ევროპული სტანდარტებით ჩატარებულ არჩევნებს მიიჩნევს.

 

მარგველაშვილმა თავის 45-წუთიან გამოსვლაში მიმოიხილა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და მზადყოფნა გამოთქვა დებატებისთვის.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1672
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია