დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას ურჩევს გიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/21 14:22:00

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში პარლამენტში სიტყვით გამოდის.

 

მარგველაშვილმა პირველ რიგში მწუხარება გამოთქვა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო. დეპუტატებმა უკრაინაში დაღუპულების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

 

მარგველაშვილმა ასევე მწუხარება გამოთქვა უკრაინაში დაღუპული ორი ქართველის გამო. მისი განცხადებით, უკრაინა ამ მდგომარეობამდე ევროპასთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის პროცესის შეწყვეტამ მიიყვანა.

 

 

„ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტს გამოეყენებინა პოლიტიკური მოლაპარაკება, ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. მე მოვუწოდებდი პრეზიდენტს, რომ მას მიეღოს ადეკვატური გადაწყვეტილება და შეეჩერებინა ეს მდგომარეობა. ევროპის ლიდერების ჩარევით ჯერ კიდევ არის საშუალება, რომ უკრაინა არსებული ჩიხიდან გამოვიდეს.“ –  აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2321
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია