დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იანუკოვიჩის თვითმფრინავმა აეროპორტი დატოვა!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/21 11:50:34

„ბორისპოლის“ აეროპორტიდან ვიქტორ იანუკოვიჩის თვითმფრინავი აფრინდა. ამის შესახებ თავის „ტვიტერის“ გვერდზე „მე-5 არხის“ ჟურნალისტმა ანდრეი კოვალევმა გაავრცელა ინფორმაცია.

 

„ინფორმაცია „ბორისპოლის“ აეროპორტიდან: 11:25-ზე იანუკოვიჩის თვითმფრინავი აფრინდა აეროპორტიდან. ვინ და რატომ – უცნობია“! – წერს ჟურნალისტი.

 

ის ასევე ავრცელებს ინფორმაიას, რომ „ბორისპოლის“ აეროპორტი გადაყვანილია ტერორისტული საფრთხის რეჟიმში.

 

თავის მხრივ დიმიტრი ჩაკალკინი თავის ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ პარლამენტის სპიკერი ვლადიმერ რიბაკი შეეცადა, დაკავშირებოდა იანუკოვიჩს, თუმცა ის კავშრრზე არ გამოდის.


 

„რიბაკს ფარად იყენებენ – ის ადამიანია, რომელსაც ესმის, რომ ის პასუხს აგებს ქვეყნის ბედზე, თუმცა არაფრის გაკეთება არ შეუძლია, არ აქვს ძალა იმიტომ, რომ იძულებულია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, ის კი პრეზიდენტისგან ელოდება ამ გადაწყვეტილებას...“ – წერს ჩეკალკინი.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებია კიევში ხელისუფლების ძალოვან სტრუქტურებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებს შორის შეიარაღებული შეტაკებები მიმდინარეობს, რის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით, უკვე 100-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ხოლო 400-მდე ადამიანი – საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

ბაია ირემაძე

წყარო: elise.com.ua

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2680
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია