ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ერთი წლის წინ გარდაცვლილი მევიოლინეს მედეა თურქაძისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
მედეა თურქაძის დაბადების დღეზე თეატრის დასმა ტრაგიკულად გარდაცვლილი კოლეგის ხსოვნას მუსიკალური ნომრები მიუძღვნა. ასევე, წარმოადგინეს მედეა თურქაძის ფოტოკოლაჟი .
„მედეა თურქაძე ბრწყინვალე ადამიანი იყო. მან ამ თეატრში აიდგა ფეხი. ძალიან დაგვწყვიტა გული მისმა უდროოდ წასვლამ. თეატრის დასი დაგვეხმარა დრევანდელი ხსოვნის საღამოს მოწყობაში,“- განაცხადა ოპერის თეატრის დირიჟორმა პაპუნა ღვაბერიძემ.
მედეა თურქაძე ქუთაისის ოპერის თეატრში დაახლოებით 10 წელი მოღვაწეობდა .