დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„არცერთი თქვენგანი არ დარჩება გულნაკლული, ვინც ჩვენთან იბრძოლა“ – ირაკლი ღარიბაშვილი
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/20 14:42:41

ირაკლი ღარიბაშვილი: „ახალგაზრდობას მოვუწოდებ, შემოგვიერთდით“

  

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წინასაარჩევნოდ რეგიონებში დაიწყებს აქტიურობას. ამის შესახებ მან დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, შეხვედრებს და კონფერენციებს აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან ენერგეტიკის მინისტრი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახი კალაძე და პოლიტიკური მდივანი გიორგი ვოლსკი უხელმძღვანელებენ.

 

 ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი: „ჩვენ წინ გველოდება თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც ჩვენი კოალიცია ქართული ოცნება თქვენთან ერთად ღირსეულად გაიმარჯვებს. ამიტომ გარწმუნებთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს და მცდელობას არ დავაკლებთ, რომ არც ერთი ადამიანი, რომელმაც ერთგულად და თავდაუზოგავად იშრომა და პირდაპირ ვიტყვი, იბრძოლა ჩვენთან ერთად, უყურადღებოდ და გულნაკლული არ დარჩება.“

 

ირაკლი ღარიბაშვილი „ოცნების“ მხარდამჭრებს აქტიურობისაკენ მოუწოდებს და ამშვიდებს, რომ მათ შრომა დაუფასდებათ.

 

მჯერა, რომ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოიქნება პარტია, რომელიც  კიდევ ათასობით მხარდამჭერს შემოიკრებს გარშემო, იქნება მათი ინტერესების დამცველი და თავის მნიშვნელოვან წვილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ახალგაზრდობასშემოგვიერთდით! მე მსურს თქვენთან ერთად ავაშენო ძლიერი საქართველო“.– მოუწოდებს პრემიერი ღარიბაშვილი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2847
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია