საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ ათავისუფლებენ სამსახურიდან სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს?
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/20 14:11:43

დღეს  უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ  სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში თანამშრომელთა მასიური დათხოვნის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისი ინფორმაციით,  სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში თანამშრომელთა მასიური დათხოვნა და მათ ნაცვლად ახალი კადრების მოყვანა იგეგმება, რაც არასწორია.


„საჭიროა, დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ გააკეთოს განმარტება, თუ რა მიზეზით ითხოვენ სამსახურიდან თანამშრომლებს. ყოველივე ეს არის იმ ადამიანების უფლებების დარღვევა, რომლებსაც უმიზეზოდ ათავისუფლებენ.“ – განაცხადა გიორგი თევზაძემ.

 

გიორგი თევზაძე,  ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე:

 

„როგორც მაცნობეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ  იგეგმება  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა  განთავისუფლება  და მათ ვაკანტურ სამუშაო ადგილებზე ახალი კადრების  დანიშვნა. საუბარია,  იმ თანამშრომელების  განთავისუფლებაზე,  რომლებმაც მუშაობა დაიწყეს ახალი ხელისუფლების პერიოდში. საინტერესოა, ამ  შემთხვევაში რა კრიტერიუმებით და მიდგომებით ხელმძღვანელობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და სამინისტროს  ხელმძღვანელობა.

 

 შესაძლო განთავისუფლების შესახებ თანამშრომლებს  აცნობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, აღნიშნული ინფორმაცია უდავოდ საჭიროებს შესწავლას, ხოლო  დადასტურების შემთხვევაში სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობამ აუცილებლად   უნდა გააკეთოს შესაბამისი კომენტარი.  ჩვენის მხრივ,  აღნიშნულ მოსალოდნელ პროცესებზე დაწესდება შესაბამისი  მონიტორინგი,  რომელიც  პერიოდულად გასაჯაროვდება უფლებადამცველების მიერ, მედიის საშუალებებით“.


გიორგი თევზაძე  იმედოვნებს,  რომ სამინისტროს ხელმძღვანელობა არ დაუშვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში  მომუშავე პერსონალის უფლებების დარღვევისა და მათი უკანონოდ დათხოვნის ფაქტებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1761
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია