დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნარმანია სოფლის მოსახლეობას გააქტიურებისკენ მოუწოდებს - მთავრობამ სოფლის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/20 13:55:58

საქართველოს მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაამტკიცა. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განცხადა, პროგრამის მოცულობა 50 მილიონი ლარია და მის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის ინფრასტრუტურული პროქტების დასაფინანსებლად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფა.


მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებსაც სთხოვს, აქტიურად ჩაერთონ პროგრამის მონიტორინგის პროცესში.


ნარმანიას განცხადებით, სამინისტროს თანამშრომლები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ტრეინინგებს უტარებენ, რადგან  პროგრამის სწორად ადმინისტრირება მოხდეს. შემდეგ დაიწყება სოფლის კრებები, რომლის ფარგლებშიც შეგროვდება ინფორმაცია ამა თუ იმ სოფელში აუცილებლად განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ. მინისტრი სოფლის მოსახლეობას მოუწოდებს მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესებში და დააფიქსირონ პრობლემები, რაც მათ აწუხებთ.

 



'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2539
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია