საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დავების საბჭომ ქუთაისში პირველი გასვლითი სხდომა ჩაატარა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/02/20 13:05:36

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს პირველი  გასვლითი სხდომა  ქუთაისში გამართა. სხდომაზე იმერეთის რეგიონიდან გადასახადის გადამხდელთა 25 საჩივარი განიხილეს.


გადამხდელების ინტერესების გათვალისწინებით და მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმდინარე წლის თებერვლიდან საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს გასვლით სხდომებს რეგიონებშიც გამართავს.  


აღნიშნული ინიციატივა ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც დავების განხილვის საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობისა და გადასახადის კეთილსინდისიერ გადამხდელთა ინტერესების  დაცვის უზრუნველყოფაა.  


დავების საბჭოს სხდომებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი უხელმძღვანელებს.  


"აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შედეგად, საქართველოს რეგიონების მცხოვრებლებს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში შემოტანილი საჩივრების განსახილველად აღარ დასჭირდებათ  დედაქალაქში ჩამოსვლა, რაც მათ დანახარჯების შემცირებასა და დროის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს",-განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.  

 

ყოველ მომდევნო გასვლით სხდომას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კონკრეტული რეგიონიდან შემოსული საჩივრის რაოდენობის მიხედვით გამართავს.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1715
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია