საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
უნდა წავიდეს თუ არა რუსეთის პრეზიდენტთან საქართველოს პრეზიდენტი?
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/20 11:48:18

როცა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა სომხეთის პრეზოდენტი სერჟ სარგსიანი დაიბარა ამ რამდენიმე თვის წინ, სომხეთმა უარი განაცხადა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დაბარების შემდეგ, იგივე განმეორდა უკრაინის შემთხვევაშიც. ამას მოყვა უკრაინელი ხალხის მძაფრი პროტესტი, რაც სისხლისღვრაში გადაიზარდა.

 

უნდა წავიდეს თუ არა რუსეთის პრეზიდენტთან საქართველოს პრეზიდენტი და თუ კი, როდის, ამის თაობაზე  ჩვენმა კომენტარი ეკონომიკური განვითარების ცენტრის დირქტორს, რომან გოცირიძეს ვთხოვეთ.

 

 

რუსეთი საქართველოს ხელისუფალთ თავისთან იხმობს


თითქოს ყველაფრი შემთხვევით დაიწყო. სოჭის ოლიმპიადაზე პუტინის პრესსამსახურის უფროსის წამოცდენილი ფრაზით, რომ არ გამორიცხავს ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრას. ჩაგდებულ ინტრიგას სწრაფად მოჰყვა გაგრძელება და უკვე თავად პუტინმა დაადასტურა ამის შესაძლებლობა. მოვლენები ელვისებურად ვითარდება და სულ მალე ამის შესახებ აბაშიძე და კარასინი იმსჯელებენ. საუბრის ძირითადი თემა, ალბათ შეხვედრის თარიღი იქნება. სწორედ ამაშია ძაღლის თავი დამარხული. ინიციატივა რუსეთის ხელშია და ჩვენი მხრიდან ამ პროცესის გაჭიანურება, რომელიც რუსეთს არამც და არამც არ აწყობს, გამოწვდილ ხელზე უარის თქმად იქნება ინტერპრეტირებული. რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობა ერთმანეთს უნდა შეხვდეს. გააჩნია როდის! რუსეთს უნდა ეს მოხდეს საქართველოს მიერ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე (რაც თავისთავად გულისხმობს ნატოს მომავალ სამიტზე საქართველოსთვის მაპის მინიჭების თემის სავარაუდო განხილვის პერიოდამდე შეხვედრასაც). აგვისტომდე (როგორც ნავარაუდევია ხელშეკრულების გაფორმება) მათი შეხვედრა არის დიდი რისკის შემცველი. შეხვედრისას იქნება სასიამოვნო (მაგრამ ფუჭი) დაპირებები და არაორაზროვანი მუქარაც (თუნდაც სავაჭრო ურთიერთობების გათულების კუთხით). თუ როგორ შეუძლია ამის გაკეთება პუტინს, როგორც ოფიციალური, განსაკუთრებით არაფორმალური კონტაქტების დროს, ეს შეიძლება მოიკითხონ იმ ადამიანებთან, რომლებთაც ამის გამოცდილება აქვთ (ჩვენი ყოფილი ელჩები, საგარეო საქმეთა მინისტრები და ..). გარდა ზემოქმედების მოხდენისა, რუსეთის მიზანი შიდა დისკუსიის პროვოცირება ევროპასთან დაახლოების ავკარგიანობაზე. ამაში აქტიურად ჩაერთვება მეხუთე კოლონაც, რომლის არსებობაში, არა მგონია, ვინმეს ეპარებოდეს ეჭვი. გამოჩნდებიან პროტექციონისტული პოლიტიკის მომხრე ბიზნესმენები, რომლებიც თავის დროზე ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (როგორც დრომ აჩვენა, უსაფუძვლოდ). გააქტიურდებიან რელიგიური ფუნდამენტალისტები, რომლებიც ტრადიციულად გამოდიან ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ. დაიწყება ცხარე პოლიტიკური დებატები, რასაც მოჰყვება საქართველოს იმიჯის დისკრედიტაცია ევროპელი პარტნიორების წინაშე. ის არგუმენტი, რომ რუსეთს თითქმის არ დარჩა ზემოქმედების ბერკეტები საქართველოზე, შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს! არის საკმაო საფრთხე იმისა, რომ პროცესები სომხეთის და უკრაინის მსგავსად თუ არა, გარკვეული ფორმით, მისი სახეშეცვლილი სცენარით წარიმართოს. რეზიუმე: არ არის საჭირო მოლენების დაჩქარება. ჩაიაროს ევროკავშირის (პირველ რიგში) და ნატოს სამიტმა. უნდა დელიკატურად გავიყვანოთ დრო. თავი ავარიდოთ იმ საკითხებზე დისკუსიის წამოწყებას (ამაში უნდა გამოვლინდეს ოპოზიციის სიმწიფე), რომელიც უკვე დამთავრებულია და არსებითად არაფერს შეცვლის, გარდა პოლიტიკური ვითარების დაძაბვისა,“ – აცხადებს რომან გოცირიძე.    

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2009
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია