საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„მოედნიდან მაიდანამდე“
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/02/19 19:01:56

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრის წინ, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.  


აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი შეკრება  სოციალური ქსელის, Facebook- ის საშუალებით დაიგეგმა და ნებისმირ მსურველს  შეეძლო მონაწილეობის მიღება.

 

აქციას ჟურნალისტები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ: „თავისუფალი ზონა“, „საქართველოს ახალგაზრდული თეატრი“...  


„ამ აქციით მხარდაჭერას ვუცხადებთ  უკრაინაში, ევროპის მოედანზე შეკრებილ თავისუფლებისათვის მებრძოლ ხალხს. რატომღაც, დღევანდელი მთავრობა მკაფიოდ არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც ძალიან ცუდია.  წინა ხელისუფლება ვფიქრობ, უფრო ღიად გამოხატავდა მხარდაჭერას უკრაინელების მიმართ“,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნიკოლოზ ნარსიამ.  


აქციამ ცენტრალური მოედნიდან პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა სადაც, აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ  პარლამენტში მყოფი დეპუტატებიც შეუერთდებიან და გამოხატავენ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ.  

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1878
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია