დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მაწანწალა ძაღლებისთვის 1500 კვ.მ. ფართობის თავშესაფარი აშენდება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/19 13:43:42

ქუთაისში ავტომშენებლის #53-ში ძაღლების თავშესაფარი აშენდება. სამუშაობი უკვე დაწყებულია. თავშესაფარი 2400 ძაღლზეა გათვლილი.

ქუთაისის მერიამ 129 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული უმეთვალყურეოდ ქვეშ დარჩენილი ძაღლების დაჭერა, სათანადო აღჭურვილობით უნდა მოახდინოს და დაჭერილი ცხოველები სპე.სადგომზე უნდა გადაიყვანონ.

დაჭერილ ძაღლებს შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც ექიმ-ვეტექიმის დასკვნის საფუძველზე გახდება ცნობილი ძაღლი დაუბრუნდება თუ არა ქუჩას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მმშ შოთა მურღულია დღეს კინოლოგთა ორგანიზაციის კლუბ "TOBE DOGS"-ის და ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მურღულიამ სტუმრებს ის პირობები გააცნო, რომელსაც მერია ცხოველთა დაცვის კუთხით ახლო მომავალში განახორციელებს.

 

ტენდერით გათვალისწინებული პირობების მონიტორინგს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აღნიშნული კლუბის და ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებიც განახორციელებენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2974
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია