დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
19 წლის სატანისტმა გოგონამ 22 მკვლელობა ჩაიდინა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/19 11:31:21

პენსილვანიის შტატში 19 წლის გოგონა დააკავეს, რომელმაც 22 ადამიანის მკვლელობა აღიარა. გოგონამ აღიარა, რომ კლავდა მხოლოდ იმათ, ვინც სიცოცხლეს არ იმსახურებდა.

 

მირანდა ბარბური და მისი 22 წლის მეუღლე 42 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

მირანდამ მამაკაცი ინტერნეტის საშუალების გაიცნო და ინტიმურ ურთიერთობაზე შეუთანხმდა. თუმცა, შეხვედრის დროს სატანიტმა გოგონამ მამაკაცს აცნობა, რომ იგი მხოლოდ 16 წლის იყო, მიუხედავად ამისა მამაკაცმა განზრახვაზე ხელი არ აიღო. მაშინ ბარბურმა მას დანით 20 ჭრილობა მიაყენა, ხოლო მისმა მეუღლე ელიტ ბარბურმა, რომელიც ამ დროს მანქანის საჯდომის უკან იმალებოდა, თოკით მოახრჩო მსხვერპლი.

 

როგორც ბარბურმა პოლიციას განუცხადა, ის 4 წლის იყო, როდესაც გააუპატიურეს, 12 წლისამ კი სახლი დატოვა და სატანისტური სექტის წევრი გახდა. როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილი აცხადებს, ის ცუდ ადამიანებს კლავდა.

 

პირველი მკვლელობა მირანდა ბარბურმა სატანისტურ ორგანიზაციაში გაწევრანების შემდეგ, 13 წლის ასაკში ჩაიდინა. მსხვერპლს იგი სხვადასხვა შტატის ტერიტორიაზე არჩევდა.

 

პოლიცია მას სულ მცირე 22 მკვლელობის თანამონაწილედ მიიჩნევს. ამასთან, ამერიკელმა გოგონამ განაცხადა, რომ არ განიცდიდა რაიმე შეცოდების გრძნობას მსხვერპლთა მიმართ და კიდევ გააკეთებდა ამას, თავისუფალი თუკი იქნებოდა.

 

თარგმნა ბაია ირემაძემ

წყარო: 27smi.org

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2768
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია