საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნინო ბურჯანაძე: „ნახევარმილიონიანი დაფინანსება არჩევნების შემდეგ – არც სწორია და არც სამართლიანი“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/18 16:23:23

ადგილობრივი არჩევნების წინ კვლავ აქტუალური გახდა პარტიების დაფინანსების საკთხი, თუმცა ხელისუფლებას არასაპარლამენტო პარტიებისთვის არ სურს კონკურენტუნარიანი  საარჩევნო გარემოს  შექმნა, ამ ფუფუნებას უფრო საპარლამენტო პარტიებისთვის იმეტებენ, მიაჩნიათ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

 

„დღევანდელი ხელისუფლების მიზანია,   არა პარტიების გაძლიერება, არამედ მისი  დასუსტება, იმისათვის, რომ მოცარიელებულ ველზე უფრო ადვილი გახდეს არჩევნების მოგება. თუ ხელისუფლებას ნამდვილად უნდა პარტიების გაძლიერება, მაშინ ეს აჩევნებამდე უნდა გააკეთოს და არა არჩევნების შემდეგ,“ – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“  ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

 

 მისი შეფასებთ ხელისუფლებამ პარტიებისათვის ნახევარმილიონიანი კომპენსაცია არავის არ უნდა დაამადლოს, რადგან, მისი განმარტებით, ეს ნორმა წინა წლების განმავლობაშიც არსებობდა.

 

ნინო ბურჯანაძე,  პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავჯდომარე: „ეს ნორმა არსებობდა წინა პერიოდის განმავლობაშიც, უბრალოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო გამორჩენილი სიაში. რაც შეეხება კომპენსაციას, ის არანაირად არ უწყობს ხელს პარტიების გაძლიერებას და წინასაარჩევნო პერიოდში პარტიის აქტიურ მოქმედებას. ეს არის პირიქით მცდელობა იმისა, რომ არჩევნებამდე ვერ იაქტიუროს პარტიამ, არ ჰქონდეს თანხა, არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რათა რეალური კონკურენტული გარემო შეიქმნას, ხოლო არჩევნების შემდეგ კი,  პარტიები გაჩუმდნენ, სწორედ ამისათვის  მიეცემათ ეს კომპენსაცია. ეს არ არის არც სამართლიანი და არც სწორი.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1883
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია