დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„საარჩევნო კოდექსი არ შეცვლილა და არც საარჩევნო გარემო არ გაუმჯობესებულა“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/18 16:10:17

ბიომეტრული პასპორტების  და მრავალმანდატიანი ოქმების საკითხი კვლავ  გაურკვეველია.

 

მერობისა და გამგებლობის კანდიდატები საერთო სიაში ვეღარ შევლენ.

 

დღეს არასაპარლამენტო ოპოზიცია ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვედრის მიზანი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება იყო. მართალია, საარჩევნო ბარიერი 50%-მდე გაიზარდა, მაგრამ კვლავ პრობლემად რჩება კიმისიების დაკომპლექტება, ბიომეტრული პასპორტების შემოღების  და  მრავალმადნატიანი ოქმების  საკითხი, სარეკლამო დროის განაწილება და ა.შ.

 

არასაპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს საინციატივო ჯგუფების მოხსნას, რასაც ეუთოს და ვენეციის კომისიაც ითხოვდა. კერძოდ, ვენეციის კომისია  რეკომენდაციებს აძლევს დღევანდელ ხელისუფლებას,  შექმნას ხელსაყრელი დემოკრატიული საარჩევნო გარემო.

 

ოპოზიციის წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ  დღეს  ხელისუფლებამ უარი  თქვა  საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, სწორედ იმ საარჩევნო სისტემის, რომლის შეცვლას,  ერთ დროს ისინი დაჟინებთ ითხოვდნენ.

მამუკა კაციტაძე, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი: „მართალია,  საარჩევნო ბარიერი 50% გახდა, მაგრამ საარჩევნო გარემო იგივე დარჩა. იგივეა კომისიის დაკომპლექტების წესი, მას,  ვინც  მერებისა და გამგებლების თანამდებობაზე იყრის კენჭს, უფლება არ ექნება  საერთო სიაში შევიდეს. ერთი სიტყვით, საარჩევნო გარემო არ გაუმჯობესებულა და ის, რის შეცვლასაც დღევანდელი ხელისუფლება დაჟინებით ითხოვდა, დღეს  არ ცვლის.  მათ ძალიან კარგად მოირგეს  ძველი საარჩევნო კოდექსი.“

 

ლევან ვეფხვაძე, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი: „ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შხვედრისას საარჩევნო სისტემის შეცლაზე ვისაუბრეთ. ადრე ვამბობდით, რომ ეს კოდექსი  არ ვარგოდა, ახლა კი,  სამწუხაროდ, ვღებულობთ ისევ.“

 

გია ჟორჟოლიანი, „ქართული ოცნების“ წევრი: „ვერ გეტყვით იმას, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში 50%-იანი ბარიერია დაწესებული, მაგრამ 50%-იანი ბარიერის დაწესება ნორმალურია და არჩევნების დემოკრატიულობის  გარკვეულ  ლეგიტიმურობას იძლევა.“

 

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თუკი საარჩევნო სიაში მერებისა  და გამგებლობის კანდიდატები არ შევლენ, ეს გარკვეულწილად, მათთვის  ხელოვნური ბარიერი იქნება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

 

საარჩევნო კოდექსი მეორე მოსმენით პარლამენტში დღეს განიხილება, თუმცა მეორე მოსმენის შემდეგ,  საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, ტაიმ-აუტი აიღოს, რათა  საფუძვლიანად მოხდეს კიდექსის  განხილვა.

 

 

ვნახოთ, რა რეკომენდაციებს მიცემს ვენეციის კომისია ღევანდელ ხელისუფლებას და გაითვალისწინებენ თუ არა მას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2592
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია