დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი საქართველოს ჭადრაკის ჩემპიონატს უმასპინძლებს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/02/18 15:48:07

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ  და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ თანამშრომლობის  მემორანდუმი გააფორმეს.  

 

ჭადრაკის ფედერაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, თუ სად უნდა გამართულიყო ჩემპიონატი, ქუთაისმა გაიმარჯვა.  

 

აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე კი, ქუთაისი ოფიციალურად უმასპინძლებს საქართველოს ჩემპიონატს ჭადრაკში, რომელიც ივნისის თვეში გაიმართება.  

 

„სიამოვნებით ვუმასპინძლებთ ჩემპიონატს. ქუთაისისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ღონისძიებას. ამ მიმართულებით, ქუთაისი ყოველთვის ძლიერი იყო და შევეცდებით მაღალ დონეზე ჩატარდეს ყველაფერი“,- განაცხადა შოთა მურღულიამ.  

 

„საქართველოს ჩემპიონატში 300-მდე მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას,  ძირითადად: 10, 14 და 18 წლის ახალგაზრდები. მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ამ ჩემპიონტს,  გამარჯვებული მოჭადრაკეები ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას“,-განაცხადა გია გიორგაძემ.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3030
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია