დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს წელს მეორე სარჩელით მიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/18 12:46:01

საქართველოს სახალხო დამცველმა წელს მეორე სარჩელით მიმართა საქართველოს კონსტიტუციო სასამართლოს და სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მეორე ნაწილის სიტყვების „ან კანონიერ მფლობელობაში“ არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა - საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.  

სადავო აქტი განსაზღვრავს ქონების ჩამორთმევას მფლობელისთვის მესაკუთრის ქმედების მიუხედავად. კანონის აღნიშნული ჩანაწერი მესაკუთრეს არ უტოვებს სამართლებრივ მექანიზმს, რომლის საშუალებითაც, იგი შეძლებდა საერთო სასამართლოებში თავისი კანონიერი ინტერესების დაცვას. ქონების მესაკუთრე, რომლის ქონებაც იქნა ჩამორთმეული, უფლებამოსილი არ არის მიმართოს საერთო სასამართლოებს და მოითხოვოს მისი დარღვეული უფლების აღდგენა.  

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2007 წლის 2 ივლისს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც დაადგინა, რომ სადავო აქტი შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს (საკუთრების უფლება). საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი სარჩელი კი ეხება სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული რეგულირების შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე ნებისმიერი პირის ხელმისაწვდომობას.  

 

სარჩელის დასაბუთების მიხედვით, ქონების მფლობელისთვის ქონების ჩამორთმევისას, ქონების მესაკუთრეს არ აქვს უფლება მიმართოს საერთო სასამართლოებს. მოქმედი პროცედურულ სამართლებრივი წესრიგიდან გამომდინარე. შესაბამისად, სახალხო დამცველის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ სადავო აქტი არ შეიცავს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების ამკრძალავ პირდაპირ დებულებას, მთლიანი ინსტიტუტი (არამესაკუთრისთვის ქონების ჩამორთმევა) არაკონსტიტუციურია, რადგან მესაკუთრეს არ უზრუნველყოფს შესაბამისი პროცედურული გარანტიებით - სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი საკუთრების უფლება.   

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2538
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია