საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ღვინის მასტერ-კლასი რუსეთში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/18 11:24:32

რუსეთში, „პროდექსპოს“ გამოფენის ფარგლებში, 12 თებერვალს შედგა ქართული ღვინოების მასტერ-კლასი, რომელიც საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს, ასოციაცია „ქართული ღვინისა“ და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული.

 

მრავალწლიანი შესვენების შემდეგ ქართული ღვინოები დაბრუნდნენ რუსეთის ბაზარზე.

 

როგორია ქართული ღვინო დღეს, რომელი ბაზრები დაიპყრო და რა აღიარებები მოიპოვა, რა შეიცვალა ერთიანობაში საქართველოში ამ დროის განმავლობაში და სხვა მრავალი თემა განიხილეს მასტერ-კლასზე.

 

მასტერ-კლასის პროგრამაში იყო:

 

· ქართული ღვინის წარმოების ისტორია: ათასწლეულების ისტორია, მე-18-19 საუკუნე, საბჭოთა პერიოდი და თანამედროვეობა.

 

· საქართველო დღეს – რა რეფორმები ჩატარდა ქვეყანაში, რა ცვლილებები მოხდა სხვადასხვა მიმართულებებით.

 

· ღვინის კანონმდებლობა საქართველოში.

 

· საქართველოს ძირითადი ღვინისმწარმოებელი რეგიონები: ღვინის მარკა, რაიონები, აპელციები. კახეთი, ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სუბტროპიკული ზონა.

 

· ქართული ღვინის ძირითადი სახელწოდებები.

 

· ქართული ღვინის ძირითადი სტილი.

 

· გასტრონომია, ტრადიციები.

 

მასტერ-კლასი საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა ჩაატარა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2462
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია