დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მინისტრის პრესკონფერენციიდან
დავით სერგეენკო: "ჭიათურაშიც იქნება ახალი საავადმყოფო, თუმცა მანამდე ხარაგაულს და ვანს უფრო უჭირთ"(Video)
ავტორი: ნატო გუბელაძე
2014/02/18 01:41:47

ჯანდაცვის მინისტრი ჭიათურაში საავადმყოფოს აშენების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ამ ეტაპზე ხარაგაულს და ვანს უფრო უჭირთ ... ამ საკითხზე ბატონმა დავით სერგეენკომ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ჩვენი კითხვის პასუხად ისაუბრა.


ამ თემაზე ჩვენი რედაქცია რამდენჯერმე წერდა: „55-ათასიანი მუნიციპალიტეტიჭიათურა, ფაქტობრივად, საავადმყოფოს გარეშეა დარჩენილი. 25-საწოლიანიჯეოჰოსპიტალსიჭიათურის მოთხოვნებს ვერც ფორმატით და ვერც შინაარსით ვერ პასუხობს“ – ასეთია ჭიათურელების აზრი და ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მისამართით გარკვეულ პრეტენზიებს გამოთქვამენ ამ საკითხთან დაკავშირებით.


ამავე საკითხზე  psnews.ge–სთან  ჭიათურის მაჟორიტარმა, მალხაზ წერეთელმაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ „...ერთი პიროვნების, ჯანდაცვის მინისტრის, პოზიციას ეწირება ჭიათურის ინტერესი. მინისტრს უნდა, გაამართლოს მილიონები, ჩადებული საჩხერის საავადმყოფოს ინფრასტრუქტურაში, ალბათ მისი ინიციატივით დაბანდებული. ახლა ცდილობს ამის გამართლებას და მუნიციპალიტეტს ართმევს უფლებას, ქონდეს საკუთარი სამედიცინო კერა. ჭიათურა ამას არ დათმობს. არ დავთმობ თქვენთან ერთად მეც.“ http://www.psnews.ge/index.php?m=68&news_id=55524


სწორედ ამ პრეისტორიის გათვალისწინებით, ჩვენ ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ დავით სერგეენკოს  ვთხოვეთ, კიდევ ერთხელ გაეკეთებინა კომენტარი ჭიათურის საავადმყოფოსა და მაჟორიტარის განცხადებაზე.  


 

გთავაზობთ ვიდეოჩანაწერს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3399
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია