საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ინიციატივა
საქართველოში შესაძლოა, შშმ პირთათვის ქსელური დღის ცენტრები გაიხსნას
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/02/17 22:46:16

ბოლო პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სასიკეთოდ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მიდგომა რადიკალურად იცვალა.

 პრემიერ ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ იმ ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომლებიც უკვე დიდი ხანია მუშაობენ აღნიშნულ საკითხებზე, იმედით აივსნენ, რომ სახელმწიფო ბევრად მეტს გააკეთებს შშმ პირების სოციალიზაციის, რეაბილიტაციისა და აბილიტაციის მიმართულებით.

 


როგორც ცნობილია, შშმ პირების ოდენობა მოსახლეობის 67 % მაინცაა. თუმცა, ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან ამ კატეგორიის ადამიანები ან ,,შინაპატიმრობაშიარიან, ან კიდევ შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სტატუსის გარეშე ცხოვრობენ.

 

 არსებული ორგანიზაციები მთელი საქართველოს მასშტაბით ვერ ახერხებენ საქმიანობას, ამის გამო ინტერნეტპორტალი ,,nabiji.ge“- დამფუძნებელი და შშმ პირების საკითხებზე ორიენტირებული მაგდა ყურაშვილი თავის მეგობრებთან ერთად აპირებს, საქართველოს ყველა იმ რეგიონში, სადაც შშმ პირთა დღის ცენტრები არ არსებობს, გახსნას სპეციალური დღის ცენტრები.

 

მაგდა ყურაშვილი ინფორმაციით, საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში არ არსებობს შშმ პირთა შედარებით სრულყოფილი აღრიცხვა და სათანადო მომსახურება, რომელსაც სახელმწიფო ვაუჩერულად აფინანსებს.

 

 ,,რამდენიმე მუნიციპალიტეტში გამოჩნდნენ ინიციატორები, რომლებსაც სურთ ასეთი დღის ცენტრების დაფუძნება და მაქსიმალურად გავუწევ მათ ყველანაირ დახმარებას, რასაც შევძლებ. დღეს შევხვდი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, სულხან მახათაძეს, რომელმაც მუნიციპალური ქონება შემოგვთავაზა, ვინახულეთ ის შენობა, რომელიც სარემონტოა და იმედია, რომ საზოგადოებრივი აქტიურობით მალე ჩადგება მწყობრში.

 

 როგორც ვიცი, ინიციატორებს იმედი აქვს ადგილობრივი ხელისუფლების, სოციალური აქციებისა და ,,ჯორჯიან ამერიქენ ელოიზის“, რომელიც მუნიციპალიტეტის ყველაზე მსხვილი მეწარმე ორგანიზაციაა. როცა ბაზა მოწესრიგდება, დღის ცენტრი მალე დაფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან და ბევრად უფრო უკეთესი მდგომარეობა იქნება ზემო იმერეთში ამ კუთხით. სასიამოვნო ფაქტია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ინიციატორებს მაქსიმალურად უდგას გვერდით და ეს ფაქტი სანიმუშოა ბევრი ხელმძღვანელი პირისათვის.

 

 ვაპირებთ, რომ ტყიბულში, ხარაგაულში, ხონში, სამტრედიასა და სხვა რაიონებშიც გავაფართოოთ ამ მიმართულებით მუშაობა და გვქონდეს ქსელური ურთიერთობა ინფორმაციული თვალსაზრისით. ასევე კადრების გადამზადებისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

 

მადლიერებას გამოვხატავ გიორგი სოფრომაძ, ნანა გაფრინდაშვილსა და რუსუდან გურგენიძ მიმართ, რადგან მათ იმერეთის სხვადასხვა კუთხეში დაიწყეს ამაზე მუშაობა. სასიამოვნო ფაქტია, რომ იმერეთის გუბერნატორის აპარატიც მზადყოფნაშია, რომ ხელი შეუწყოს ამ წამოწყებას.“

 

ჭიათურაში ასევე შესაძლოა, რომ ამიერკავკასიაში პირველად გაიხსნას სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც უკრაინული ანალოგიის მიხედვით შეიქმნება. საამისოდ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მზადყოფნა გამოხატა, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით გამოყოს 2 ჰექტრამდე ტერიტორია, რომელზეც რამდენიმე შენობაცაა.

 

 

 სახელმწიფოს მიერ გამოხატული კეთილი ნების პარალელურად, უნდა მოხდეს ადგილის რეკრეაციულ-ეკოლოგიური შესწავლა, რომელსაც მოჰყვება საინიციატივო ჯგუფის შემდეგი აქტიურობა, _განაცხადა მაგდა ყურაშვილმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2404
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია