საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტის შეგინებისთვის ბოდიში მოიხადა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/17 21:35:06

14 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ "გურია ნიუსის" ჟურნალისტ ჟანა მეგრელიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა  და კომენტარისთვის მისულს, საკუთარ კაბინეტში უშვერი სიტყვებით აგინა.


– რიგ საკითხებზე ინფორმაციების გადასამოწმებლად მუნიციპალიტეტის გამგებელ კოტე შარაშენიძესთან სამუშაო კაბინეტში მივედი. შარაშენიძე კატეგორიულად და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მთხოვდა, დიქტოფონი არ ჩამერთო; მიყვიროდა, მაინტერესებს, რატომ მიწერ ასეთ რაღაცებს, რა გინდა ამ სოფლებში, რომ დადიხარ, რას ეძებ ამ გაჭირვებულებსო! დიქტოფონის ჩართვის საშუალებას არ მაძლევდა. ვუთხარი, რომ საჭორაოდ კი არ ვიყავი მისული, მისი კომენტარი მჭირდებოდა. როცა დაინახა, რომ დიქტოფონის ჩართვა მოვახერხე, დიქტოფონზე დასაფიქსირებლად შემაგინა. შეიძლებოდა შარაშენიძეს ფიზიკური შეურაცხყოფაც მოეყენებინა, ამიტომ ვამჯობინე სასწრაფოდ დამეტოვებინა მისი კაბინეტი,  ამბობს ჟურნალისტი.


დიქტოფონზე ჩანაწერში გარკვევით ისმის, რომ ჟურნალისტის კითხვაზემოითხოვა თუ არა გურიის გუბერნატორმა სამუსიკო სკოლიდან მოპარული გამათბობლის ხელახლა ყიდვა მისგან და იყო თუ არა გამგებლის პასუხი, პოლიციის უფროსს მოთხოვეო, შარაშენიძე ასე ცემს პასუხს:


ვინ თქვაგოგო, საიდან მეიტანეთ?! კარგად თუ ხარ?!!! პირიქით, მან მისი კომპანია იმასქნა და მეც ჩემი იგი ჩამევიყვანე აქანე, ვისაც დავამონტაჟებინე ინფრასტრუქტურაში, შენ ნორმალური თუ ხარ,  ფერსაშვილი რა შუაშია?! ჩართული გაქ აი?

კი.

ვაიშე სულელო, შენ. მერე რა შუაშია, მეიპარეს და კეთდება მაგი, მერე რა.

 სოფლის პროექტებთან დაკავშირებითაც არის პრობლემები.

        შენ, ბიძია, გიჟი ხარ ვიღაცა ხარ, ვერ გევიგე, ტოოო.. , მიდი , .. მოგიტ...ან დედის მუ.. ! თუ გინდა ჩაწერე! გეკუთვნის მაგი!  გარკვევით ისმის ჩანაწერში.

 


მომხდარი ადამიანის უფლებათა ცენტრთან გურიის გუბერნატორმაც შეაფასა:

        როგორც გუბერნატორს, რეაგირების უფლება, ანუ გამგებლის მოხსნის უფლება კანონიდან გამომდინარე, არ მაქვს, ამის უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ საკრებულოს. თუმცა ფაქტს უარყოფითად ვაფასებ, ცხადია და ვთვლი, რომ ეს არ ეკადრება ისეთი მაღალი თანამდებობის პირს, როგორიც გამგებელია და ეს არ ეკადრება არცერთ საჯარო მოხელეს, რადგან ჟურნალისტის პროფესია ხელშეუხებელია, – გვითხრა გიორგი ჩხაიძემ.


ფაქტთან დაკავშირებით "გურია ნიუსი"  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

აუცილებლად განცხადებით მიართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყოს, ასევე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს - ადმინისტრაციული საქმისწარმოების დაწყების მიზნით. მიართავ ხელისუფლების ყველა შტოს, ადგილობრივ, საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, პოლიტიკური პარტიების, მმართველი კოალიციის პირველ პირებს, დაიცვან ჟურნალისტის და ნებისმიერი მოქალაქის უფლებები.

 

მოვითხოვთ, გარანტირებულად იყოს დაცული ჟურნალისტის ფიზიკური ხელშეუხებლობაც, რადგან ამგვარი საჯარო მოხელის მხრიდან, სავსებით მოსალოდნელია, რომ ჟურნალისტის და მისი ოჯახის წევრების ფიზიკური უსაფრთხოებაც იქნას შელახული! ეს საქმე ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თემა იქნება მანამ, სანამ კონსტანტინე შარაშენიძე პასუხს არ აგებს ქმედებისთვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით, დასჯადია“, აღნიშნავს გამოცემა და იქვე წერს: „მოქალაქეების, ჟურნალისტების და საკუთარი თანაპარტიელების მიმართაც კი არაადეკვატური, სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი მოქმედებები შარაშენიძისთვის უცხო არაა; მას უკავშირდება ცნობილი სკანდალი, როცა "ქართული ოცნების" პარტიის წარმომადგენელს ნესტორ რამიშვილს თავში იარაღის ტარი ჩაარტყა.

 

მაშინ, თავგატეხილმა რამიშვილმა ფაქტის დადასტურება არ ისურვა, პოლიციასაც ფაქტი აღარ გამოუძიებია და საქმე ჩაიფარცხა.მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაშიც, პარტიაშიც ამ ფაქტის შესახებ ყველამ იცოდა, შარაშენიძე მაინც თანამდებობაზე დარჩა (როგორც თავად ხშირად აფიშირებს, ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის პროტეჟეობის ხათრით!), ხოლო რამიშვილმა საჯარო სამსახური მიიღო "კომპენსაციად". ამ და სხვა ფაქტების შესახებ, არაერთხელ ვწერდით, მაგრამ როგორც ჩანს, "ქართულოცნებისთვის" შარაშენიძე ხელშეუხებელია!

 


მომხდარიდან ორი დღის შემდეგ ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე შარაშენიძემ გაზეთს ოფიციალურად ბოდიში მოუხადა: „გაზეთ "გურია ნიუსის" მიერ  გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარეთავს ვალდებულად  მივიჩნევ საზოგადოების, და პირველ რიგში თავად "გურია ნიუსის"პატივისცემის ნიშნადგანცხადება გავაკეთო. გულწრფელად ვწუხვარ იმ უხამსი გამოთქმებისთვის, რაც ცოტა ხნის წინ "გურია ნიუსის"ინტერნეტვერსიამ გაავრცელა. მე სრულად  მაქვს გააზრებული   ჩემი ქმედების სიმძიმერასაც არანაირად არ ამართლებს  ის წინაპირობები, რაც ამ ჩანაწერის გაკეთებას წინ უძღოდა.  მათ შორის, არც ის გარემოება, რომ ამ გამოთქმების ადრესატი ჟურნალისტის მიერ  დასახელებული .. წყაროა და ნამდვილად არ არის კონკრეტული ჟურნალისტი, მით უმეტეს, რედაქცია. არც ის  ფაქტი, რომ  ეს მხოლოდ ამონარიდია საკმაოდ  ემოციური და ხანგრძლივი  საუბრისა, რომლის დეტალებზე ამ ეტაპზე ჩემი მხრიდან საუბარი უზნეობად მიმაჩნია.იდევ ერთხელ გამოვთქვამ  ღრმა პატივისცემას ზოგადად მედიის,მათ შორის  "გურია ნიუსის", მისი მრავალრიცხოვანი აუდიტორიის  მიმართ და ბოდიშს ვიხდი ჩემი, როგორც საჯარო მოხელის არაეთიკური, არაადეკვატური  საქციელის  გამო. კონსტანტინე შარაშენიძე“.

 

 

ნინო მშვიდობაძე

სპეციალური კორესპონდენტი გურიაში

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2196
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია