დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თვითმმართველობის კანონი
ხელისუფლებამ ოპოზიციურ პარტიებს საკენკი გადაუყარა
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/17 21:05:28

მილიონ ნახევრიანი  დაფინასება და 3%-ნი ბარიერი ადგილობრივ არჩევნებში

 

 ადგილობრივი  არჩევნების წინ  ხელისუფლებასა და დანარჩენ ოპოზიციას  საარჩევნო კოდექსის ირგვლივ  დავა არ წყდება. ხელისუფლებამ ოპოზიციას ახალი საკენკი გადაუყარა - 3%-ნი ბარიერი ადგილობრივ არჩევნებში და ნახევარ მილიონი დაფინანსება. თუმცა, ოპოზიცია ამაზე არ თანხმდება. საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა ხვალიდან საპარლამენტო კომიტეტებში დაიწყება.


მამუკა კაციტაძე, ოპოზიციის უმცირესობის წარმომადგენელი: „მედი გვაქვს, რომ ჩვენ წინადადებებს ხელისუფლების მხრიდან სერიოზული მიდგომა ექნება და ეს არ იქნება საკენკის გადმოყრის პოლიტიკა, რაც ცალკეულ დეტალურ საკითხებში მოჩვენებითობის ილუზიას ქმნის, რომ თითქოს ხელისუფლებამ სერიოზული რამ შესთავაზა ოპოზიციას. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი დღეს გაირკვევა.


გიორგი ახვლედიანი, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი: „მერები და გამგებლები თურმე არ უნდა შევიდნენ სარჩევნო სიაში, ოპოზიცია მთლიანად კანდიდატების გარეშე რჩება. მეორეა,  სატყუარაა ის, რომ, მოდით, ნახევარ მილიონს მოგცემთ და თუ გადალახავთ ბარიერს თქვენი ნებაოო. მთავარია,  საარჩევნო სისტემის ფორმირება მოხდეს და საარჩევნო ბარიერი ჩვენთვის იყოს მისაღები.


 

გურამ ჩახვაძე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავჯდომარის მოადგილე: „ჩვენ ველოდებით კონკრეტულ პასუხს ხელისუფლებისაგან, დღეს  ხელისუფლება მზად არის იმისათვის, რომ ჩაატაროს სრულფასოვანი საარჩევნო რეფორმა? აუცილებელია, ოპოზიციურმა  პარტიებმა მონაწილეობა  მივიღოთ  დემოკრატიულ და  სამართლიან  საარჩევნო გარემოში.


 

მიმდინარე კვირას პარლამენტში საარჩევნო კოდექსის განხილვა და დამტკიცება მოხდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2424
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია