დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"მეზიზღება "პატრიოტების" ორგანიზაცია და მათი იდეოლოგია"-საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/17 15:26:15

 "ქართულმა ოცნებამ' და " პატრიოტებმა" ქუთაისი საცირკო სანახაობად გადააქციეს და უნდათ, რომ ეს პროცესები "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" გადააბრალონ.

დიდი ხანია ისმის კითხვა ვისთან არის ალიანსში "ნაციონალური მოძრაობა"? ხან "ოცნებასთან" კოფაბიტაციას გვაბრალებენ,  ხანაც "პატრიოტებთან" ალიანსს. დღეს ყველას გასაგონად ვიტყვი, რომ ჩვენი ორგანიზაცია ემიჯნება ქუთაისში განვითარებულ მოვლენებს. უფრო მეტიც, მე მეზიზღება "პატრიოტების" ორგანიზაცია და მათი იდეოლოგია, მათთან არასოდეს არ გვექნება რაიმე სახის ურთიერთობა"-ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა საკრებულოს "ნაციონალმა' დეპუტატმა გია უკლებამ დღეს გამართულ რიგგარეშე 63-ე სხდომაზე.

 

უკლებასავე განცხადებით, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია სწორედ "ოცნებამ" გადააყენა თანამდებობიდან დაბალი რეიტინგის ამაღლების მიზნით. ეს ყველაფერი კი იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის კაბინეტში დაიგეგმა.

"მე იმდენად კარგად ვიცნობ მარგველაშვილს, რომ ვიცი ეს გადაწყვეტილება მას არ მიუღია, ვინაიდან ბატონ თამაზს არ ეყოფოდა გამბედაობა მსგავსი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიეღო"-განაცხადა გია უკლებამ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2294
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია