დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ დაუმალეს ქუთაისის ბიუჯეტს 200 000 ლარი?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/17 13:05:54

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციამ დღეს გამართულ ბრიფინგზე 2011წელს ქუთაისის მერიაში მოხდა ფაქტზე ისაუბრა.

პარტიის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, მერიის მიერ დაფუძნებულ ფირმა, "ქართული ტრადიციები" (რომელიც ქალაქში არსებულ სასაფლაოების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფდა),  2011 წელს არსებული 200 000 ლარიანი დავალიანების გამო დაყადაღებული იყო. მაშინდელი გუბერნატორის ლაშა მაქაცარიას ინიციატივით კი აღნიშნული ფირმა გაუქმდა და და მალევე შპს "ქართული ტრადიციები 2011"-ის სახელწოდებით დაარსდა, რის გამოც ბიუჯეტს 200 000 ლარი დაუმალეს.

"ყურმოჭრილი მონებით სავსე ქუთაისის საკრებულომ ერთპიროვნულად დაუჭირა მხარი აღნიშნულ უკანონობას და ბიუჯეტს 200 000 ლარი დაუმალეს. ეს ყველაფერი კი გუბერნატორ მაქაცარიას ინიციატივით მოხდა.  აღსანიშნავია, რომ არსებული შპს, იმ დროისთვის დაყადაღებული იყო, ახალად დაფუძნებული "ქართული ტრადიციები 2011" კი დაყადაღებულ ინვენტარს იყენებს, რაც მორიგი კანონდარღვევაა.

ეს არის "ქართული ოცნების" ტრაგედია, რადგან "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაციაში მყოფი, არ ინტერესდება იმ უკანონობებით, რასაც წინა ხელისუფლება ჩადიოდა. მთავრობამ მხოლოდ საკუთარი ოცნება აისრულა. უბრალო მოქალაქეს 5 ლარი, რომ ჰქონდეს დავალიანება  მამას ამოუთხრიან საფლავიდან და მის დაფშვნილ ძვლებს ფოსფორად გაუყიდიან. მაღალჩინოსნების 100 ათასობით ლარიან დავალიანებაზე კი თვალს ხუჭავენ "-განაცხადა გოგი წულაიამ, რომელიც პროკურატურას აღნიშნული საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2708
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია