დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართველები ტატამზე
ქართველი ძიუდოისტის სენსაციური გამარჯვება
2014/02/17 11:59:01

ქართველმა ძიუდოისტმა ზებედა რეხვიაშვილმა ავსტრიის ქალაქ ობერვარტში ევროპის ღია პირველობაზე სენსაცია მოახდინა. იგი გამარჯვებული გახდა იმ წონით კატეგორიაში, სადაც კარიერაში პირველად იასპარეზა. თან ეს ყველაფერი საკუთარ დაბადების დღეს გააკეთა.

 

რეხვიაშვილი ჩვეულებრივ –73კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და ამ წონაში შარშან ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გახდა, ხოლო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი. საშეჯიბრო პრაქტიკის მისაღებად ავსტრიაში გამართულ ტურნირში –81კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და წარმატებითაც.


მან შეჯიბრში მრავალფეროვნად იჭიდავა და ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე დაამარცხა გამოცდილი ძიუდოისტები, რომლებიც კარგა ხანია ამ წონაში ასპარეზობენ, მათ შორის, ტურნირის პირველი ნომერი ამერიკელი ტრევის სტივენსი, მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი მონტენეგროელი სრდან მრვალიევიჩი, ხოლო ფინალში ლონდონის ოლიმპიური თამაშების პრიზიორს კანადელ ანტუან ვალოის–ფორტიეს სძლია.

 

 ამ დღეს ზებედა რეხვიაშვილი 23 წლის გახდა. ახალ წონაში წარმატებული დებიუტის მიუხედავად, ზებედა რეხვიაშვილი 2016 წლის ოლიმპიადამდე ამ წონაში გადასვლას არ აპირებს და ისევ –73კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობას გეგმავს.

 

 90კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა, რომელმაც მთელი ტურნირის განმავლობაში დამაჯერებლად იასპარეზა. ფინალში მას რუსეთის წარმომადგენლის მურატ გასიევის დასამარცხებლად ერთი წუთიც არ დასჭირდა.

 

წყარო: news.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3884
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია