დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარტიის იუბილე
ირაკლი ალასანია: „5 წლის წინ პოლიტიკაში იმიტომ მოვედით, რომ შეგვეცვალა რეჟიმი“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/17 11:47:16

თავისუფალი დემოკრატები 5 წლისაა

 

პარტია თავისუფალ დემოიკრატებს  5 წელი შეუსრულდა. პარტიის იუბილე სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში პოლიტიკურმა ელიტამ აღნიშნა და განვლილი 5 წელი შეაჯამა. თავისუფალ დემოკრატებს  ხუთი წლის იუბილე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა და წარმატებები უსურვა ქვეყნის მშენებლობის გზაზე.

 

ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი: „ეს არის გაერთიანებული და წარმატებული გუნდი, ევროპული ტიპის პოლიტიკური პარტია, რომელმაც წარმატებას მიაღწია, საამაყოა, რომ ერთად ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის განვითარების რთულ და საპასუხისმგებლო სქ.

 

თავისუფალი დემოკრატების პარტიის წევრი ალექსი პეტიაშვილი თანაპარტიელებს და ირაკლი ალასანიას გუნდს  სიამაყით იხსენებს:

 

„დღევანდელ დღეს ირაკლი ალასანიას გუნდის დაფუძნების დღე, ამ გუნდში არიან ირაკლი ალასანია, ნინო გოგუაძე, გიორგი ჩიქოვნი, შალვა შავგულიძე, ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე, დიმიტრი ტვილდიანი და ლევან მიქელაძე. სწორედ ეს გუნდი აღმოჩნდა წარმატებული.“- განაცხადა ალექსი პერტიარშვილმა.

 

ირაკლი ალასანია,თავისუფალი დემოკრატების ლიდერი: „ჩვენ  პოლიტიკაში მოვედით იმისათვის, რომ შეგვეცვალა ის რეჟიმი, რომელიც საქართველოს განვითარებას ამუხრუჭებდა. ჩვენი ამოცანაა, რომ შეუქცევადი გახდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა.

 

 

დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავჯდომარე: „მას შემდეგ, რაც შევქმენთ ალიანსი ახალ მემარჯვენეებთან ერთად, ალიანსში  მოვიწვიეთ ირაკლი ალასანია, როგორც   პოლიტიკური გუნდის ლიდერ,.კმაყოფილების გრძნობით ვიხსენებთ იმ დროს, როდესაც ჩვენს ლიდერად ირაკლი ალასანია დავასახელეთ. იმ დროისათვის ეს იყო ჩვენთვის  საინტერესო პროექტ, რომელიც ალასანიასან ერთად განვახორციელეთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2281
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია