დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
5 დღეა, მეხანძრეები შიმშილობენ და თემურ გიორგაძის გადადგომას ითხოვენ
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/17 11:32:05

თემურ გიორგაძე: „მე არც გადადგომას და არც არსად წასვლას არ ვაპირებ“

 

 

უკვე 5 დღეა, ე.წ. მოდულის შენობაში მეხანძრეები შიმშილობენ. ისინი საგანგებო  და გადაუდებელი სიტუციების გადაუდებელი სამსახურის უფროსს თემურ გიორგაძეს კორუფციაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.

 

გიორგი დიასამიძე, აქციის მონაწილე: „მოვითოვთ, დაიწყოს გამოძიება თემურ გიორგაძის საქმესთან დაკავშირები. მან შექმნა  ამ სამსახურში კორუფციული სისტემა. მოვითხოვთ, თემურ გიორგაძის  გადადგომას და  მის პასუხისგებაში მიცემას.

 

ნუგზარ ჭინჭარაული,  პროფესიული კავშირების წარმომადგენელი: „ერთ-ერთი მოშიმშილე მეხანძრე ცუდად გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოშიმშილე საავადმყოფოში წაიყვანეს და სთხოვეს, შეეწყვიტა  შიმშილობა, ის კვლავ  დაბრუნდა და აგრძელებს შიმშილობას. მოვითხოვთ, გამოიძიონ გიორგაძის საქმე.

 

მიუხედავად იმისა, რომ თემურ გიორგაძეს ბრალდებებს უყნებენ  მეხანძრეები და მის გადადგომას ითხოვენ, ის აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს და მეანრეების მოთხოვნები პროფკვშირების მიერ არის ინსპირირებული.

 

თემურ გიორგაძე, საგანგებო და გადაუდებელი  სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი: „დიდი ხანია, რაც ეს ბრძოლა დაიწყო ჩმს წინააღმდეგ. ეს ის აგორებული ტალღაა, რომელსაც პროფკავშირების თავჯდომარე ჩემს წინააღმდეგ აწარმოებს, თუმცა მე  არც გადადგომას და არც არსად წასვლას არ ვაპირებ.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2414
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია