დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასწაულის მოლოდინში
მამა გაბრიელის საფლავის გახსნის დღედ 22 თებერვალი გამოცხადდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/16 23:05:55

საპატრიარქოს წარმომადგენლები მრევლს შაბათს, 22 თებერვალს მამა გაბრიელის საფლავთან მიახლოებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. 



“ის, რომ საფლავის გახსნის დროს ვინც დადგება ეზოში, მიიღებს კურნებას და ვინც იცხოვრებს ზუგდიდში თუ ლაგოდეხში, თუ სხვაგან, ის არ მიიღებს კურნებას, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მცდარი აზრი. ეს არის მცირედმორწმუნეობა”,- განაცხადა ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტმა მეუფე სერაფიმე ჯოჯუამ. 



მამა გაბრიელის საფლავის გახსნის თარიღი დღეს დასახელდა. აღნიშნულის შესახებ საკვირაო ქადაგებაზე პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ისაუბრა. 
“ვესაუბრე უწმინდესს, სავარაუდოდ შაბათს გაიხსნება. ვისაც უნდა მიახლოება მის წმინდა ნაწილებთან, შეეძლება მიიღოს ლოცვა-კურთხევა. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი ხალხი იქნება, ამიტომ სახელმწიფო დაგვეხმარება რომ მომლოცველებს ხელი არ შეეშალოთ. რაღაც ტერიტორიიდან გადაკეტილი იქნება, ფეხით მოუწევთ მისვლა მომლოცველებს”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.
     
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საფლავის გახსნისას ასევე შემოწმდება უხრწნელია ბერის სხეული, თუ წმინდა ნაწილები ძვლების სახითაა შემორჩენილი. 
“გვამის უხრწნელობა საეკლესიო კანონების შესაბამისად არ არის ერთადერთი მტკიცებუილება ადამიანის წმინდანობის. აქ მრავალი კრიტერიუმი განსაზღვრავს ამას. ასე რომ, ჩვენც დიდი მოლოდინით ვართ განწყობილი. ველოდებით რა დაგვხვდება და როგორ იქნება იქ ყველაფერი”,- განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა. 

 

მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავთან ხალხმრავლობა წელს შობის დადგომამდეც იყო. იანვრის დასაწყისში მცხეთაში მოხვედრა მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის იყო შესაძლებელი.
აღნიშნულის მიზეზი ინტერნეტში დედა პარასკევას სახელით გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის თანახმად, მან სიზმარში წმინდა ბერი გაბრიელი იხილა, რომელმაც უთხრა, რომ მომლოცველებს თავის საფლავზე მისვლის შემთხვევაში 2 – 2 სურვილს შეუსრულებდა. მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია თავად დედა პარასკევამაც უარყო.
გავრცელებული ცნობის თანახმად, იანვრის პირველ დღეებში მცხეთაში შექმნილი ხალხმრავლობისას მხოლოდ 1 დღეში 4 მილიონამდე სანთელი გაიყიდა.
წყარო"პირველი.გე"
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3620
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია