დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამართალი ყველასათვის
ზურაბ ჭიაბერაშვილი:"იმედი მაქვს, რომ მოსამართლე გაუძლებს ზეწოლას და იდგება კანონის და სიმართლის სადარაჯოზე"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/16 20:22:51

საქართველოს ჯანდაცვის ექსმინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის სასამართლოში ხვალ გასამართ სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს , რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 


"ხვალ, 12 საათზე, ქუთაისის სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ჩემი განაჩენი გამოცხადდება. რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის გაცხადებული ინტერესი, რომ ვანო მერაბიშვილი ნებისმიერი ხერხითა და მეთოდით იჯდეს ციხეში, 100%-იანი დარწმუნებით ვიტყოდი, რომ გამამართლებელი განაჩენი იქნება. თუმცა მაინც იმედი მაქვს იმის, რომ მოსამართლე გაუძლებს ამ ზეწოლას და იდგება კანონის და სიმართლის სადარაჯოზე.

 

მინდა მადლობა ვუთხრა ყველა გულშემატკივარს, ვინც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მამხნევებდა და მომავლის რწმენას მინერგავდა. ვეცდები, იმედები არ გაგიცრუოთ.

 

განსაკუთრებული მხნეობა მინდა ვუსურვო ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიას, ზურაბ შამათავას, ალექსანდრე გორგაძეს, ახლახან დუშეთსა და ხონში დაკავებულ ზურაბ ოტიაშვილს, ზურაბ ჯიბუხაიას, ბესარიონ ჭელიძეს და სხვა თანამებრძოლებს, რომლებიც დღეს, პოლიტიკური დევნის პირობებში, საპატიმროებში არიან. ჩემი განსაკუთრებული მხარდაჭერა მათ ოჯახებს - შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს, დებსა და ძმებს.

 

როგორიც არ უნდა იყოს განაჩენი ხვალ, ჩვენი რწმენა ამ ქვეყნის უკეთეს მომავალში ურყევია, ჩვენი თავდადება - გაუტეხელი. ჩვენ მხარეს არის სიმართლე - პიროვნულიც და ისტორიულიც.

 

ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ 2003 წლის 30 ნოემბერს საჯარო მოხელე გავხდი და საკმაოდ იმედისმომცემი აკადემიური კარიერა ისეთ, ერთი შეხედვით "უმადურ საქმეზე" გავცვალე, რასაც საზოგადო საქმის კეთება ჰქვია. პირიქით, მადლობელი ვარ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა თანამებრძოლების, რომ საშუალება მქონდა, ერთგულად ვმდგარიყავი ჩემი ქვეყნის სამსახურში.

 

ჩვენმა, იმ ადამიანების დევნამ, ვინც უამრავი რამ გაიღო თავისი ქვეყნისათვის, უკან არ უნდა დაახევინოს უამრავ ახალგაზრდას, რომელთაც საჯარო სამსახურში მოღვაწეობა სურთ. მათ არ უნდა იფიქრონ: ამათ თუ ასე უხდიან სამაგიეროს, ჩვენ რისი იმედი უნდა გვქონდეს. არავითარ შემთხვევაში. რუსეთს სწორედ ეს უნდა: ამ პოლიტიკური დევნით აპათიაში ჩაგვაგდოს, უიმედობის განცდა დაგვეუფლოს.

 

რუსეთმა და რუსეთუმეებმა უნდა იცოდნენ: ჩვენ აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს." – აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3333
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია