საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ოპოზიციური აზრი
"საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი აშკარად ტოვებს უსამართლობის განცდას"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/15 14:32:36

 

სკოლის დირექტორების კონკურსის საეჭვო შედეგებთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სპეციალურ  განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ ამ განცხადებას სრულად;


"საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი, რომელიც მოიცავს რამოდენიმე ეტაპს და გრძელდება უკვე შვიდი თვეაშკარად ტოვებს უსამართლობის განცდას.

 

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ დირექტორებს, ვინც გადალახა საკმაოდ რთული ტესტირების ეტაპი, ჭრიან გასაუბრების ეტაპზე და ასეთი შემთხვევები უკვე საკმაოდ ბევრია.

 

ტესტირებების სირთულესა და მნიშვნელობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ 2013 წლის 21-22 აგვისტოს ჩატარდა საჯარო სკოლების დირექტორების პირველი, ტესტირების ეტაპი. ტესტირებაზე გამოცხადდა 3107 კონკურსანტი, აქედან 1615 მსურველმა გადალახა ბარიერი, ხოლო, 1492 მსურველმა ვერ გადალახა დადგენილი ბარიერი.

 

ამ მოცემულობაში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ დირექტორებმა, რომლებმაც გადალახეს საკმაოდ რთული ტესტების ეტაპი და მიიღეს მაღალი ქულები, უარყოფითი შეფასებები მიიღეს გასაუბრების დროს, რომლის კრიტერიუმები იყო ბუნდოვანი.

 

არ არსებობდა არავითარი მექანიზმი გასაუბრების ობიექტურობის უზრუნველსაყოფადჩვენთვის საინტერესოა კომისიის შემადგენლობა და იღებდნენ თუ არა ამ პროცესში მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციები ან სხვა გარეშე დამკვირვებლები.

 

ჩვენი ინფორმაციით, ზოგ კანდიდატს სამი, ზოგს ოთხი და ზოგს ხუთი წევრი აფასებდა. განსხვავებული კომისია აფასებდა თბილისისა და რეგიონების კანდიდატებს. გასარკვევია, რამდენად საერთო კრიტერიუმები ჰქონდათ მათ.

 

გასაუბრების ძირითადი კითხვები იყო: სახელი, გვარი, რას საქმიანობდით წარსულში და რა სამომავლო გეგმები გაქვთ. ასეთი კითვები ვერ უზრუნველყოფს ობიექტური დასკვნის გამოტანას.

 

 

უსამართლობის განცდას ტოვებს ის ფაქტიც, რომ 22.10.2013 განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა დამატებითი ტესტირებები იმ დირექტორთა მსურველთათვის, რომელთა ტესტზე მუშაობის პროცსზე გავლენა იქონია ჯანმრთელობის მდგომარეობამაღსანიშნავია, რომ ბრძანების საჯაროობა არ იყო საკმარისად უზრუნველყოფილი, ვადა ბრძანების გამოცემიდან ტესტირების დღის დანიშვნამდე იყო მაქსიმალურად შეზღუდული.

 

 

იქმნება შთაბეჭდილება, რომ მიმდინარეობს კამპანია არსებულ დირექტორტთა კორპუსის წინააღმდეგ.

 

საჯარო სკოლების დირექტორების კონკურსის შესახებ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მოდის.  მივმართავთ ყველა კონკურსანტს, არსებული დარღვევების შესახებ მოგვწერონ ჩვენ, მიწერონ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს.

 

შექმნილ ვითარებაში აუცილებლად მიგვაჩნია საჯარო სკოლების დირექტორების კონკურსთან დაკავშირებით დაინიშნოს საკომიტეტო მოსმენები." – ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4004
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია