დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/02/14 17:34:46

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ნაცხადება გადადგომის თაობაზე თავად დაწერა და ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ამ გადაწყვეტილების ზოგად მიზეზებზე ისაუბრა.

 

„ჩემს წინააღმდეგ მზადდებოდა შეთქმულება და მუშაობის საშუალებას არ მაძლევდნენ“. – განაცხადა მარგველაშვილმა.

ფაქტს უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები.

 

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა მამუკა მღვდელაძემ თავმჯდომარის გადადგომა საზოგადოების ერთად დგომის მიღწევად შეაფასა.

 

 

„ეს იყო ხალხის ნება, თუმცა მარგველაშვილმა იცოდა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.“ – განაცხადა მან. 

 

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ თამაზ მარგველაშვილმა მოულოდნელად ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტიდან ერპიროვნული გადაწყვეტილებით გაათავისუფლა შოთა მურღულია, რასაც ქალაქში მერიის წინ გამართული მრავალრიცხოვანი აქცია და მისი კარის აჭედვა მოჰყვა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2548
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია