დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამართალი ყველასათვის
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გადაღება-გავრცელება იკრძალება
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/13 19:36:49

 ამიერიდან პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გადაღება-გავრცელება იკრძალება. უფრო მეტიც, ის არათუ არქივში, არამედ  თუკი ვინმეს შემთხვევით ჩაუვარდება ხელში და ამის შესახებ არ განაცხადებს, მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

წლების განმავლობაში ხომ სწორედ უკანონო მიყურადება და ჩაწერა ხდებოდა, ახლა  ამ ყველაფერს წერტილი დაესმება და კანონით პასუხისმგებლობა დაეკისრება, – ამის შესახებ შს მინისტრმა  ალექსანდრე ჭიკაიძემ მთავრობის სხდომაზე განუცხადა ჟურნალისტებს.

       

 ალექსანდრე ჭიკაიძე (შს მინისტრი):

უკანასკნელი წლების განმავლობაში ადამიანის პირადი და ინტიმური ცხოვრების უკანონოდ მიყურადება და ჩაწერა ხდებოდა. შესაბამისი კანონის დარღვევა,  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ სამი წლით ითვალისწინებდა.


ახალი ცვლილებებით კი ეს ვადა 3-დან 7 წლამდე გაიზრდება. ეს ნებისმიერ ადამიანს შეეხება. თუ ადამიან ვინმეს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა ხელში ჩაუვარდება და მას საგამოძიებო ორგანოებში წარადგენს, მისი პასუხისმგებლობის საკითხი აღარ დადგება“, _ განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.


როგორც ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს,  ახალი ცვლილებები  სისხლის სამართლის კოდექსში შევა და განსახილველად პარლამენტს წარედგინება. სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე დაწვრილებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დღებში გაავრცელებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3143
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია