დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობა გარდაიცვალა?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/02/13 17:19:48

„ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენელმა ქუთაისის საკრებულოში გია გოქაძემ ქალაქში ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.  


გოქაძის თქმით, ქუთაისში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები თბილისიდან იმართება. ამ „სპექტაკლის“  მთავარი რეჟისორები კი, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი არიან.  


გია გოქაძის განცხადებით, ყველაფერი უახლოეს თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება.  


„ადგილობრივი თვითმმართველობა გარდაიცვალა. მურღულიას არჩევნებზე სჭირდება რეიტინგი და,  შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ცდილობს, „ქართული ოცნების“ კანდიდატს რეიტინგი აუწიოს. ეს ყველაფერი ღარიბაშვილისა და თარხან-მოურავის მიერ დადგმული სპექტაკლია. სინამდვილეში არაფერიც არ ხდება, ბლეფია ეს დაპირისპირება. ჩვეულებრივად მიმდინარეობს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება,“-განაცხადა გია გოქაძემ.  

 

გოქაძის თქმით, მიმდინარე პროცესებში ღარიბაშვილისა და თარხან-მოურავის ხელის არსებობას პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრები ამტკიცებს.  

 

„დღევანდელი მერი არის ნარმანიას ახლო მეგობარი. ასევე, გოჩა თევდორაძე არაერთხელ შეხვდა ღარიბაშვილს, როცა ის ჯერ კიდევ შსს მინისტრი იყო. ეს ყველაფერი დაიგეგმა მაშინ, როცა „ოცნების“ და „პატრიოტების“ გაერთიანება მოხდა,“-განაცხადა გია გოქაძემ.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2493
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია