დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მრავალშვილიანი დედები და მამები საკრებულოდან „ნაციონალი“ წევრების გაძევებას ითხოვენ
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/02/13 16:29:44

მერიის შენობის გარეთ დასრულებული აქცია მერიის შიგნით მრავალშვილიანმა დედებმა და მამებმა გაგრძელეს. მათ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება საკმარისად არ მიაჩნიათ და ამავე ბედის გაზიარებას საკრებულოს „ნაციონალი“ წევრებისთვისაც ითხოვენ.

 

ლელა ფხაკაძე, 5 შვილის დედა: „იმისთვის, რომ საკრებულო მთლიანად გაიწმინდოს მავნე დანამატებისგან, შემადგენლობა „ნაციონალმა“ დეპუტატებმაც უნდა დატოვონ, ქალაქს არ სჭირდება მარტო საკუთარ ჯიბეზე მოფიქრალი დეპუტატები.“

 

მანანა სინატაშვილი, 7 შვილის დედა: „ღორმუცელა „ნაციონალებო“, მე გეკითხებით, თქვენ იცხოვრებთ იმ კაპიკებზე, რომელსაც ჩვენ გვიგდებდით? თქვენი ფარისევლობა და ამაო დაპირებები, ვითომ ჩვენს გვერდით ხართ, ყელში ამოვიდა, მოშორდით და თქვენს სახლებში მოაწყვეთ აურზაური. მიეცით საშუალება ახალ ხელისუფლებას, თქვენი გაფუჭებული გამოასწოროს.“

 

 

მერიის მისაღებში განთავსებული მრავალშვილიანები ხვალიდან შიმშილობის დაწყებას აპირებენ.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2446
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია