დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს კაბინეტის კარი აუჭედეს
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/02/13 16:19:45

„სამართლიანობა“ თუ „გოიმობა“?

 

აქციის მონაწილეებმა დაპირებული მუქარა დაუყოვნებლივ შეასრულეს და საკრებულოს თავმჯდომარეს, თამაზ მარგველაშვილს კაბინეტის კარი აუჭედეს.

 

მისიის შესრულება საკუთარ თავზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოების დაცვის ცენტრის“  წარმომადგენელმა  სულხან ქობულაძემ აიღო და მარგველაშვილს კარი პირადად აუჭედა. „ეს არის სამართლიანობის ზეიმი. ამ კაცის ადგილი აქ არ არის, ის დე-ფაქტო თავმჯდომარეა და მისი დრო ამოიწურა,“ – აღნიშნა სულხან ქობულაძემ.

აქციის მონაწილეებს პროტესტის „ძველმოდური“ ფორმა დაუწუნა საკრებულოს „ნაციონალმა“ წევრმა გია უკლებამ.

 

„ეს გოიმობაა, უსამართლობის წინააღმდეგ ჩვენ დროში სხვა ფორმით უნდა გამოდიოდნენ,“ – აღნიშნა უკლებამ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2902
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია