დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აქციაზე მისვლის ნებართვა მერიის თანამშრომლებმა „ნაციონალებისგან“ აიღეს?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/02/13 14:41:13

გია თევდორაძის განცხადებით, ქუთაისის თვითმმართველობაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები „ქართული ოცნების“ სამხარეო და საქალაქო სტრუქტურების დაპირისპირების შედეგია. 

 

„ეს დაპირისპირება გამორჩენითი ინტერესების გამო მიმდინარეობს.  ერთმანეთში ვერ გაუყვიათ, თუ ვინ გააკონტროლოს ქალაქის ფინანსები. მმართველ გუნდში საბოტაჟს უწყობენ მათივე გუნდის წარმომადგენლებს.  ეს ყოველივე კი, მხოლოდ ქუთაისს დააზარალებს. ჩვენი ქალაქი გროტესკული ნიუსების მთავარ ობიექტად არის ქცეული,“ – განაცხადა გია თევდორაძემ. 

 

თევდორაძის თქმით, დღეს მერიის წინ გამართული აქცია უაზრო იყო. როგორც იგი ამბობს, მერიის რამდენიმე თანამშრომელი მას დაუკავშირდა და ერთგვარი რჩევა სთხოვა, წასულიყო თუ არა მურღულიას მხარდასაჭერ აქციაზე. 

 

„აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი სწორედ მერიის თანამშრომლები იყვნენ. არც კი იციან, რას და რატომ აპროტესტებენ,“ – განაცხადა თევდორაძემ. 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ემიჯნებიან ქალაქში მიმდინარე ქაოსს. 

 

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ თქვენს პირად ინტერესებს ნუ გადააყოლებთ ხალხის ინტერესებს. შეასრულეთ ის მოვალეობა, რაც ხალხმა დაგაკისრათ,“ – განაცხადა გია თევდორაძემ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2549
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია