დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეკორდი
ახალი სენსაცია ქუთაისში – ხვალიდან ამ ქალაქს მერის მოვალეობის ორი შემსრულებელი ეყოლება!
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/02/12 20:47:07

იყო თუ არა სამართლებრივი თამაზ მარგელაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილება მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, ამაზე პირველი კომენტარი თავად შოთა მურღულიამ გააკეთა.

იგი თვლის რომ მარგველაშვილის გადაწყვეტილება კანონის ჩარჩოებში არ ჯდება და ძალას მოკლებულია.


 

რადგან შოთა მურღულია თავს კვლავ ქალაქის პირველ პირად თვლის, ხოლო მარგველაშვილის დავალებით,  იმავე თანამდებობაზე ხვალიდან  ( ამავე პოსტზე უკვე ბევრჯერ ნაცად) ნიკო კაჭკაჭიშვილსაც  ვიხილავთ, გამოდის, რომ ისედაც  მერებისა და მათი მოვალეობის შემსრულებლების სიუხვით რეკორდმოხსნილი ქუთაისი  ხვალინდელ  დღეს ახალი სენსაციით დაიწყებს და ქალაქს ერთდროულად ორი მერის მოვალეობის შემსრულებელი ეყოლება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3275
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია