დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ შოთა მურღულიას უფლებამოსილება შეუწყდა
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/02/12 18:11:40

ქუთაისს მერი ისევ გამოუცვალეს

 

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მმარგველაშვილმა შოთა მურღულია მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტიდან გადააყენა. მარგველაშვილის განცხადებით, 12 თებერვლის ბრძანებულებით ქუთაისის მერის მოვალეობას მისი მოადგილე ნიკო კაჭკაჭიშვილი შეასრულებს.

 

მურღულიას უფლებამოსილების შეწყვეტა მარგველაშვილმა ასე ახსნა:

 

„შოთა მურღულიამ არ გაითვალისწინა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შედეგები კონკურსანტების დანიშვნის თაობაზე. იგი ერთპიროვნული მმართველი იყო და გადაწყვეტილებას თვითმმართველობასთან შეუთანხმებლად იღებდა.“

 

შეგახსენებთ, რომ შოთა მურღულიამ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატები  თანამდებობებზე იმ მიზეზით არ დაამტკიცა, რომ მათ საჭირო დოკუმენტაცია დროზე და სრულყოფილად ვერ წარადგინეს მერიაში.

 

ჰქონდა თუ არა საკრებულოს თავმჯდომარეს იურიდიული უფლებამოსილება, ერთპიროვნულად შეეწყვიტა შოთა მურღულიასთვის უფლებამოსილება, ამის შესახებ საუბრები უკვე დაიწყო.

 

გავრცელებული ინფორმაციით, შოთა მურღულია საპასუხო მბრიფინგს დღესვე გამართავს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2682
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია