დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ღვინის პოპულარიზაციის გზა
ირაკლი ღარიბაშვილი ღვინის მუზეუმის შექმნისა და ღვინის დღის დაწესების ინიაციტივით გამოდის
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/12 16:11:34

ეროვნულ მუზეუმში ქართული ღვინის დღე გაიმართა, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო. 

პრემიერ-მინისტრი თბილისში ღვინის მუზეუმის შექმნისა და  საქართველოში ღვინის დღის დაწესების ინიაციტივით გამოვიდა. 

 

ირაკლი ღარიბაშვილი:


– გამოვდივარ ინიციატივით, რომ  თბილისში ღვინის მუზეუმი შეიქმნას. ეს გახდება ცენტრი, სადაც ქართული ღვინის მთელი ისტორია იქნება თავმოყრილი. დარწმუნებული ვარ,  არც ქართველი და არც უცხოელი მნახველი არ მოაკლდება ამ მუზეუმს. მივმართავ ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელობას, მუზეუმის პროექტზე მუშაობა დაიწყოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 


პრემიერის განცხადებითვე, უნდა დაწესდეს ქართული ღვინის დღე და იგი  ოქტომბრის ბოლო კვირას უნდა აღინიშნოს. 


_ასევე, გამოვდივარ ინიციატივით, აღვნიშნოთ ქართული ღვინის დღე და ეს იყოს ოქტომბრის ბოლო კვირა დღე. ეს ხელს შეუწყობს ქართული ღვინის კიდევ უფრო პოპულარიზაციას.


 მევენახეობის და მეღვინეობის დარგის განვითარება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია. ვგეგმავთ, რომ ვენახები გაშენდეს თანამედროვე ტექნოლოგიური სქემებით, იმისთვის, რომ მაღალხარისხიანი ყურძენი მოვიყვანოთ. ჩვენ სწორედ ახლა გვეძლევა საშუალება, ახლებურად წარმოვაჩინოთ და საკადრისი ადგილი დავუმკვიდროთ ქართულ ღვინოს მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების გვერდით.


ჩვენი ღვინო ჩვენი ქვეყნის საიმიჯო პროდუქტი გახდება და თითოეული ქართველი იამაყებს ამით, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2759
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია