დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ მიიღებს უფასოდ პირადობის მოწმობას?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/02/12 13:51:09

უფასო პირადობის მოწმობების მისაღებად გამოცხადებული აქციის ფარგლებში, ანდრია რაზმაძის სახელობის  ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის  საჯარო სკოლის მოსწავლეების საიდენტიფიკაციო მონაცემების შეკრება განხორციელდა.


აქციის ფარგლებში, 17 წელს გადაცილებიული სკოლის მოსწავლეების  განაცხადების მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირება, მათი იდენტიფიკაცია, ფოტოსურათების გადაღება და ელექტრონული ხელმოწერის ჩაბარება ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის წარმომაგდენლებმა სკოლაში ადგილზევე განახორციელეს.

აღნიშნული სკოლის დირექტორის,  გენადი მარგველაშვილის განცხადებით, მათი სკოლის მოსწავლეების უმეტესობას უკვე აღებული ჰქონდა „ID” ბარათები.


„ჩვენთან მხოლოდ 10 მოსწავლე იყო ისეთი, რომელთაც არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი საბუთი და შესაბამისად, ეს ბავშვები მიიღებენ  ბარათებს საჩუქრად,“ -განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.


„აღნიშნული აქცია 24 იანვარს დაიწყო და 24 თებერვლამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში კი,  საქართველოს  17-დან 22 წლამდე მოქალაქეებს, რომლებსაც პირადობის ახალი მოწმობა ჯერ არ მიუღიათ, შეუძლიათ, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე გააკეთონ განაცხადი და ისინი უფასოდ მიიღებენ ბარათბს,“ - განაცხადა სერვისცენტრის განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის უფროსმა მამუკა ბერაძემ.


შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, პირადობის ახალი მოწმობის უფასოდ მიღების საშუალება პირობით მსჯავრდებულებსაც ექნებათ. ყველა მათგანი გათავისუფლდება, როგორც დოკუმენტის, ისე ფოტოსურათის გადაღების ღირებულებისგან.


მისისტრის ინიციატივით, პირადობის ახალ მოწმობებს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახის წევრებიც უფასოდ მიიღებენ. ეს პროცესი 15 თებერვალს დაიწყება და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4746
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია