დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კონფლიქტი
ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორს კვლავ სიცრუეში ადანაშაულებენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/12 12:59:19

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ოპერის თეატრის დირექტორს მორიგ სიცრუეში ადანაშაულებენ. პარტიის წევრის ანდრო მაღლაკელიძის განცხადებით, ვედმედევა მიხვდა, რომ 15 მილიონთან დაკავშირებით არარეალურ განცხადებას აკეთებდა, ამიტომ თანხა 18 000 ლარამდე დაიყვანა. რაც თითქოს ჭერის მოხატვისთვის დაიხარჯა.

 

"ვედმედევა შედარებით ადეკვატური გახდა, დასახელებული 15 მილიონიდან 18 000 ლარზე ჩამოვიდა, თუმცა კვლავ ცრუობს. თითქოს ოპერის ჭერის მოხატვისთვის თემურ თადუმაძემ 18 000 ლარი აიღო. არსებობს ხელშეკრულება, რომლითაც თადუმაძისთვის 8 000 ლარი უნდა გადაეხადათ. თადუმაძემ ჭერი მოხატა, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა და კომპეტენტურმა პირებმა შესრულებული სამუშაო დაიწუნა, რის შემდეგაც თადუმაძემ გერმანიიდან შპალიერი ჩამოიტანა, რომლითაც დაიფარა მოხატულ ჭერი. შესრულებულ სამუშაოში კი შემსრულებელმა მხოლოდ 3 000 ლარი მიიღო"-განაცხადა ანდრო მაღლაკელიძემ.

 

მისივე განცხადებით, ვედმედევა მის მიერ სილამაზის სალონებში დახარჯული თანხების გამო ქალაქში ატეხილი აჟიოტაჟის გადაფარვას არარსებული დარღვევებით ცდილობს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2894
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია