დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს საზღვარი
გიორგი თევზაძე: „ხელისუფლებამ საქართველოს საზღვარი უნდა დაიცვას“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/11 17:13:43

დღეს უფლებადამცველი გიორგი თევზაძე  ინტერნეტ-გამოცემა „კვირის პალიტრაში“ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც  საქართველო–სომხეთის საზღვართან სომხეთის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს ტერიტორიის თვითნებურად დაკავებას. გიორგი თევზაძე ხელისუფლებას მიმართავს,  ადეკვატური რეაგირება მოახდინოს ამ ფაქტთან დაკავშირებით.

 

გიორგი თევზაძე, უფლებადამცველი: „პერიოდულად ვრცელდება ინფორმაციები, მეზობელი ქვეყნების მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიების კანონსაწინააღმდეგო  დაკავების და ქართული მიწების მითვისების მცდელობებზე, რაც საგანგაშო და ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერსების ხელმყოფ ფაქტებს წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნების ხელისუფლების პირდაპირ ვალდებულებას წარმოადეგნს, განახორციელოს დაუყოვლებლივი და კანონიერი რეაგირება ასეთ ფაქტებზე. ასევე მიგვაჩნია, რომ რეაგირება უნდა იყოს იმდენად ადეკვატური და მკაფიო, რომ მომავალში არ დარჩეთ არაკეთილმოსურნე ძალებს მსგავსი ფაქტების განმეორების სურვილი და საფუძველი. მიგვაჩნია, რომ ინტერნეტ-გამოცემა „კვირის პალიტრაში“ გავრცელებული ინფორმაცია, საქართველო-სომხეთის საზღვართან სომხეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის თვითნებურად დაკავებასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ საჭიროებს ოფიციალურ შესწავლას, ხოლო ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, ასევე ოფიციალურ დონეზე გადაუდებელი და ადეკვატური რეაგირებას.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2886
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია