კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „გენდერული-საკონსულტაციო საბჭოები და ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისთვის“.
პროექტი ამ ეტაპზე დასავლეთ საქართველოს სამ ქალაქში – ქუთაისში, სენაკსა და ოზურგეთში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს, ხელი შუწყოს ადგილობრივ ბიუჯეტსა და პროგრამებში გენდერული კომპონენტების დანერგვას და ქალთა როლის გაზრდას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
დალი შენგელია, ფონდ „სოხუმის“ პროგრამების რედაქტორი: „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები დროული და აუცილებელი პროექტია, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობაზე გენდერული თანასწორობის მისაღწევად. პროექტი სამ ქალაქში უკვე აქტიურად მიმდინარეობს და გამჭვირვალობის მიზნით, გვინდა მედია პროცესების შესახებ აქტიურად იყოს ინფორმირებული.“