დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, 2005 წელი. 18 - 24 ივლისი. №29 (333)
ქართველი ტენორი, რომელსაც მსოფლიო ტაშს უკრავს და საათობით ელოდებიან ავტოგრაფისთვის
2014/02/11 14:03:37

სოფლიოს უSლიერეს ტენორთა შორის ქართველ გია ონიანს უკვე საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი აქვს გაკეთებული. მუსიკა, რომელიც მისთვის მხოლოდ ჰობი იყო, ცხოვრების აზრად იქცა და ამჟამად იგი მსოფლიოს წამყვანი თეატრების სოლისტია.

 

 

გიას პირველი არჩევანი საინჟინრო-ეკონომიკურ სპეციალობაზე შეჩერდა. მაგრამ მალე მიხვდა, რომ მასში სულ სხვა პოტენციალი იმალებოდა. თსუ-ში სწავლისას დიდი წარმატებით მოღვაწეობდა მხიარულთა და საზრიანთა კლუბში. ერთხელაც, შემთხვევით, კვარტეტ „ოთხი გიას“ ერთ-ერთმა წევრმა, გია ნაცვლიშვილმა მოუსმინა და ურჩია, გაჰყოლოდა ხელოვნებას. ამაში თვითონ დაეხმარა ყველანაირად. გია ონიანმა სწავლა დაიწყო თბილისის კონსერვატორიაში, დაამთავრა მაგისტრატურაც. მიუნხენში ასპირანტურაში განაგრSო სწავლა, პარალელურად კი „ლასკალაში“ გადიოდა სტაჟირებას. გიას უამრავ წამყვან თეატრთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, ამავე დროს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმSღვანელობის მოწვევით, აქაც მღერის.

 

 

მისი საქართველოში ყოფნით ვისარგებლეთ და გავესაუბრეთ კიდეც:

 

 

- კლასიკურ ჟანრში მოღვაწეობა თვითონ გადაწყვიტეთ?

 

 

- სვანეთში დავიბადე და გავიზარდე. მერე ქუთაისში ვსწავლობდი. ოპერის მოსმენის საშუალება მხოლოდ ტელევიზიით და ჩანაწერებით  მქონდა. დედა მელომანი იყო და უამრავი აუდიოჩანაწერი ჰქონდა. მე ბავშვური გულუბრყვილობით ვბაSავდი ხოლმე ტენორის ხმებს და გამომდიოდა კიდეც.

 

 

- ვისთვის მიგიბაSავთ?

 

 

- სახელები და გვარები არ მახსოვს. მაშინ მომღერლების სახელები და გვარები არაფერს მეუბნებოდა. აქედან დამებადა თვითრწმენა. მომღერალი არ ვიყავი, მაგრამ მომღერლის რეჟიმით კი ვცხოვრობდი - არ ვეწეოდი, თუ ღვინოს დავლევდი, ცხელი ჩაის  გარეშე არ დავიSინებდი. ამან, მოგვიანებით, საშუალება მომცა, დამეწყო სიმღერა.

 

 

- როდის მოვიდა პირველი წარმატება?

 

 

- პირველი წარმატება იყო ის, რომ მოვხვდი მუსიკალურ სამყ-აროში. კონსერვატორიაში მქონდა პირველი კონცერტები, პირველი ტაში. თანდათან დავიხვეწე და წარმატებებსაც მივაღწიე. უცებ არავინ იბადება კარუზოდ და მარია კალასად. ეს დიდი შრომის, ნებისყ-ოფის და მოთმინების შედეგია. დავეწაფე ლიტერატურას. ერთბაშად მომიხდა არგავლილი მუსიკალური ბავშვობის ერთბაშად შევსება.  ორი წელი მე ჯერ მოსამზადებელზე ვიყავი და ისე შევედი კონსერვატორიაში, როგორც ჩამოყალიბებული მუსიკოსი... მერე წარმატებებიც  მოვიდა, როცა  ბატონმა ჯანსუღ კახიSემ ჩაატარა კონცერტი „ახალი ხმები“, სადაც პირველად ვიმღერე აბესალომის არია. მაშინ ბატონმა ჯანსუღმა ტელევიზიით განაცხადა, რომ დაიბადა ახალი აბესალომი, რომელსაც 25 წელი ველოდებოდითო. ეს ხალხმაც აიტაცა. ჩემთვის დაუვიწყარია 2000 წ 17 მაისი, ის გადაჭედილი დარბაზი, რომელიც სწორედ ჩემს დებიუტზე ვიხილე და Sალინ ავღელდი. არ მქონდა უფლება, ცუდად მემღერა.

 

 

- უცხოეთში როგორ მოხვდით?

 

 

- ოპერა ისეთი ჟანრია, სარკესავით აისახება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. აქ უკვე დატვირთვა აღარ მქონდა, თან კონსერვატორიასაც ვამთავრებდი. გადავწყვიტე, უცხოეთში მომესინჯა ჩემი შესაSლებლობები. აქ ნამღერი მქონდა „ტოსკაში“, „ტრავიატაში“,  „აბესალომ და ეთერში“, „დაისში“. ამით რაღაც გამოცდილება შევიSინე. სწავლა განვაგრSე მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სასწავლებელში, ასპირანტურაში.

 

 

- ენის ბარიერი არ გქონდათ?

 

 

- დედა გერმანისტია და ბაზა მქონდა, იტალიურში კიდე, პედაგოგთან მოვემზადე.

 

 

- მიუნხენში რამდენ ხანს სწავლობდით?

 

 

- სხვათა შორის, ასპირანტურაში სწავლით არ მოვხიბლულვარ. მართალია, გერმანია მუსიკის სამშობლოა, მითუმეტეს - კამერული და სიმფონიური მუსიკის, მაგრამ ქართულ გემოვნებასთან უფრო ახლოს იტალიური სკოლა დგას. მიუნჰენში ერთი კურსი დავამთავრე, თან „ლასკალაში“ სტაჟიორად ვიყავი, სადაც კონკურსის წესით მოვხვდი.

 

 

- სტაჟიორობა რას გულისხმობს?

 

 

- დახელოვნება - ეს არ არის სწავლება. უბრალოდ, პარტიებზე მუშაობ მსოფლიოს საუკეთესო დირიჟორებთან, რეჟისორებთან; საუკეთესო სპექტაკლებში მღერი. იმოდენა გამოცდილება მივიღე ორი წლის განმავლობაში, მთელი ცხოვრება მეყოფა. მე წამოვიღე იქიდან ის განSი, რაც უნდა წამომეღო, რომელსაც მერე, პედაგოგიურ მოღვაწეობას რომ შევუდგები, ჩემს მოსწავლეებს გადავცემ.

 

 

- ვინ არიან ის პედაგოგები, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუSღვით თქვენს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში?

 

 

- ნოდარ ანდღულაძეს დავასახელებ პირველ რიგში, კონსერვატორიაში მისი სტუდენტი ვიყავი. შემდეგ, სტაჟიორობის დროს, გამოჩენილი სოპრანო - ლუჩანა სერა იყო ჩემი პედაგოგი. კონსულტანტად გვყავდა ლეილა გენჩერი - ცნობილი სოპრანო, კალასის დუბლიორი, და ლუიჯი ალვა - ასევე ცნობილი ტენორი. ამ ვარსკვლავებთან მიხდებოდა მუშაობა ორი წლის განმავლობაში,  რომლებმაც იმდენი რამ მომცეს, რომ შეუფასებელია. ამ დროს ვმონაწილეობდი კონკურსებშიც. ორი გრან-პრი მაქვს მიღებული. მიწვევდნენ სხვადასხვა სააგენტოები. მაქვს კონტრაქტები როგორც ევროპაში, ისე ოკეანის გადაღმა - ამერიკაში, ბრაზილიაში, მექსიკაში. ზოგან უკვე ვიმღერე, ზოგან აწი მაქვს კონცერტი კონტრაქტის მიხედვით.

 

 

- რომელი პარტიები გიმღერიათ?

 

 

- ისეთი პარტიები მაქვს ნამღერი, ყველას გაკვირვებას იწვევს, ჩემი ასაკიდან გამომდინარე. ამათ 40-ს გადაცილებული ტენორები მღერიან. თავიდან მეშინოდა, არაფერი დავიზიანო-მეთქი, მაგრამ შედარებით იოლად გავართვი თავი. სხვათა შორის, ეს იყო ვერდის სამშობლოში, მის ქალაქში: შემომთავაზეს, მემღერა „სიცილიურ მწუხრში“. ურთულესი როლი იყო. თვითონ დომინგო ამბობდა, რომ ვერდის ოპერებში ეს ყველაზე რთული ნაწარმოებია. ამის შემდეგ აღარაფრის მეშინოდა, ყველაზე რთული - ნამღერი მქონდა. ფესტივალზე „კარმენი“ ვიმღერე და უამრავი სხვა, რომელთა ჩამოთვლაც Sნელია. რეკორდიც კი არის, სამ წელიწადში 22 მთავარი პარტია მაქვს მომზადებული.

 

 

- თქვენთვის გამორჩეული რომელია?

 

 

- მე ყველა მიყვარს, დადებითი და უარყოფითი გმირებიც. სიმღერა ხომ მარტო ყელიდან არ მოდის, ის გულიდან უნდა იმღერო. გარდა ამისა, მარტო ხმაც არ კმარა. უცხოეთში ხმა მესამე ადგილზეა, ამით პუბლიკას ვერ განაცვიფრებ. ეს ყველაფერი ადვილი არ იყო, რადგან წიგნით არ ისწავლება, შენ თვითონ ხვდები, მაყურებლის რეაქციით. ამიტომ თავიდან მიჭირდა კიდეც. რაც მე მაქვს გაკეთებული, ვიღაცისთვის შეიSლება პიკი იყოს, მაგრამ ჯერ ახალგაზრდა ვარ და ვთვლი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, უფრო მეტი - გასაკეთებელი მაქვს.

 

 

- სცენის მიღმაც გრSელდება პუბლიკასთან თქვენი ურთიერობა?

 

 

- რა თქმა უნდა. საათობით მელოდებიან თაყვანისმცემლები პროგრამებით, ავტოგრაფისთვის. ვცდილობ, ყველას ყურადღება მივაქციო, გული არავის დავწყვიტო. ეს მეტ მუხტს მალევს, მეტის გაკეთების სურვილს მიჩენს, როცა ვხედავ, რომ ჩემს შრომას  ხალხი აფასებს და სიყვარულს უკან მიბრუნებს.

 

 

- ყოველთვის მთავარ პარტიას ასრულებთ?

 

 

- არამთავარი როლების გამო ბევრ კარგ რეჟისორთან მუშაობაზე ვთქვი უარი. არა იმიტომ, რომ ამბიციური ვარ, უბრალოდ, როცა მაქვს შესაSლებლობა, ვიმუშაო უფრო მნიშვნელოვან პარტიაზე, მეორეხარისხოვანზე რატომ უნდა დავიხარჯო? ყოფილა შემთხვევა, როცა ფინანსურად არასახარბიელო მდგომარეობა მქონია, იმ მეორეხარისხოვანი როლებით კი თვეში 15 ათასი ევრო შეიSლებოდა, მეშოვნა, მაგრამ მაინც უარი მითქვამს, რადგან ფული არ არის ჩემთვის ბედნიერება. აქ შენს პრინციპს ვერ უღალატებ, შენს ავტორიტეტზე და მომავალზე ფიქრობ.

 

 

- მაინც, რა არის თქვენთვის ბედნიერება?

 

 

- მე გამკვირვებია, უცხოეთში ყოფნისას, ზოგიერთი რომ ბედნიერად გრSნობს თავს. მიუხედავად იმისა, რომ კარგ პირობებში ვარ, ფინანსურადაც გამართული, იქ მაინც სტუმრად ვგრDნობ თავს. მე ჩემს ხალხში ვარ ყველაზე ბედნიერი, როცა საყვარელ საქმეს ვაკეთებ, როცა ვიხარჯები.  როცა ხალხის სიყვარული გაქვს და როცა შენი შრომა გიფასდება. „ლასკალაში“ 2000 კაცი რომ ფეხზე ადგება, ტაშს გიკრავს და გამეორებას გთხოვს, ეს საოცარი რამ არის. ერთი ქართველი ტირილით მეუბნებოდა, ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ვარო. ალბათ, ეგ არის ბედნიერება.

 

 

-        გია, გთხოვთ, თქვენი ოჯახი გაგვაცნოთ. საინტერესოა, ოჯახთან ურთიერთობისთვის თუ გრჩებათ დრო?

 

 

-სამწუხაროდ, ოჯახთან ურთიერთობისთვის, მართლაც, ალიან ცოტა დრო მაქვს, მაგრამ ამის გამო, ჯერჯერობით, არც ჩემი მეუღლე, ხათუნა წიკლაური, და არც ბავშვები არ მიბრაზდებიან. უფროსი შვილი, რატი უკვე 10 წლისაა, ფორტეპიანოზე დადის და, სხვათა შორის, კარგად უკრავს. მას ალიან უხარია ჩემს სპექტაკლებზე სიარული, და ალბათ, ამაყობს კიდეც. უმცროსი გოგონა - დეა - კი ჯერ ერთი წლისაც არაა და ოჯახის ყველა წევრის ყველაზე დიდი ყურადღებით სარგებლობს.

 

 

- საქართველოში თქვენს მოღვაწეობაზე რას იტყვით?

 

 

- საბედნიეროდ, მოვიდა ისეთი მთავრობა, რომლისთვისაც ოპერა პრიორიტეტულია. გრSნობენ, რომ უცხოელისთვის ოპერა სავიზიტო ბარათია. დაფინანსებაც გაზრდილია, ხედვაც ახლებურია.  თეატრის ხელმღვანელებადაც ახალგაზრდები დაინიშნენ: დათო საყვარელიე, ზაზა აზმაიფარაშვილი... აქაც სიამოვნებით ვიმუშავებ და უცხოეთშიც, სადაც კონტრაქტები მაქვს გაფორმებული. მე ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ, სხვა - თავისას და ეს ქვეყანაც  აშენდება.

 

დოცინატი, „პარიზინა“. ბერგამოს თეატრი (იტალია)

 

მასკანი, „სოფლის ღირსება“ (ირინე რატიანთან ერთად)

 

ვერდი „ობერტო“ (პრემიერა „ლასკალაში“)

 

 


ნატო გუბელა

იამზე ბრეგვა

 

 

 

გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან,  2005 წელი. 18 - 24 ივლისი.  №29 (333)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4803
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია