საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საზოგადოებრივი ჯანდაცვა რეგიონებში
ცეცხლწაკიდებული „სასწრაფო“ და დისტანციური მკურნალობა ჭიათურაში
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/02/10 16:57:13

55-ათასიანი მუნიციპალიტეტი – ჭიათურა, ფაქტობრივად, საავადმყოფოს გარეშეა დარჩენილი. 25-საწოლიანი „ჯეოჰოსპიტალსი“ ჭიათურის მოთხოვნებს ვერც ფორმატით და ვერც შინაარსით ვერ პასუხობს. 2011 წელს სამედიცინო სისტემა ჰოსპიტალური  გახდა, რასაც ქალაქში მდებარე ორი უზარმაზარი  საავადმყოფო შეეწირა და სანაცვლოდ მივიღეთ ერთი „კარდონის“ „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკა.  ამაზე თავის დროზე ქართული მედია აღნიშნავდა, რომ თითქოს ულტრათანამედროვე კლინიკა ეღირსა ჭიათურას.

 

კლი­ნი­კა სა­დაზღ­ვე­ვო კომ­პა­ნია ირა­ომ ააშე­ნა, რის­­ვი­საც 3 მი­ლი­­ნი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­­ლა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ კლინიკის მშენებლობაზე დასაქმებულები, რომ მათ კუთვნილი ხელფასი არ გადასცეს. თუმცა მთავარი ეს არ ყოფილა, რადგან იქ ად­გი­ლობ­რი­ვებს შე­უძ­ლი­ათ ამ­ბუ­ლა­ტო­რი­­ლი, თე­რა­პი­­ლი, ქი­რურ­გი­­ლი, სამ­შო­ბი­­რო და სხვა მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა.

 

ახა­ ჰოს­პი­ტა­ში 120-მდე მა­ღალ­­ვა­ლი­ფი­ცი­­რი სპე­ცი­­ლის­ტი დასაქმდა, მაგრამ პირველი საკადრო წმენდა მალევე დაიწყო და 2012 წლის დასაწყისში ყველაზე რეიტინგული პედიატრი „შეამცირეს“ პოლიტიკური არასაიმედობის გამო.

 

პრე­ზი­დენ­ტი სააკაშვილი ჰოსპიტალის გახსნისას ჭი­­თუ­რის მო­სახ­ლე­­ბა­საც შეხ­­და და მათ სიტყ­ვით მი­მარ­თა: „ჭი­­თუ­რა­ში ბევ­რი პრობ­ლე­მაა. სო­ფელ რგანს სჭირ­დე­ბა გზა, რამ­დე­ნი­მე სხვა სო­ფელს აქვს პრობ­ლე­მა. ძი­რი­თა­დი გზაც ცუ­დად არის გა­კე­თე­ბუ­ლი. ვი­ცი ეს ყვე­ლა­ფე­რი. კარ­გია, რომ გა­რე­მონ­­და ტექ­ნი­კუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი, იმი­ტომ, რომ და­სა­საქ­მებ­ლად ტექ­ნი­კუ­რი სას­წავ­ლებ­ლე­ბი აქ არის გა­დამ­წყ­ვე­ტი, რად­გან ახალ­გაზ­­დო­ბა აქე­დან აღარ უნ­და მი­დი­­დეს ელი­­ვას ბაზ­რო­ბა­ზე. უნ­და იყოს სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი და არა მხო­ლოდ ჭი­­თურ-მან­გა­ნუმ­ში. ამას სჭირ­დე­ბა მე­ტი გა­დამ­ზა­დე­ბა, მე­ტი გა­ნათ­ლე­ბა და ჩვენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან ბევრს ვა­კე­თებთ!“

 

წესისამებრ, გაკეთებული არაფერი უნახავს ჭიათურის მოსახლეობას. მე-20 საუკუნის დასაწყისშიც იმავე საწოლების ოდენობის საავადმყოფო ჰქონდა ჭიათურას, რამდენიც 21-ე საუკუნის დასაწყისში. სწორედ ამის გამო მოითვალა ზესტაფონის საავადმყოფომ რამდენიმე ათასი ჭიათურელი ვიზიტორი გასულ წლებში.

 

 რატომ უნდა გაიაროს ჭიათურელმა 70-კილომეტრი სამედიცინო მომსახურების მისაღებად?

ჭიათურის მედპერსონალის პროფესიონალიზმი – ზუსტად ისეთია, როგორც მთელ საქართველოში. სამაგალითოდ ისიც კმარა, რომ აწ გაუქმებულმა ე.წ. ქალაქის საავადმყოფოში ერთ-ერთმა ექიმმა-თერაპევტმა, მიუხედავად იმისა, რომ რენტგენის ფოტოები ხელთ ეჭირა, პაციენტს კარდიოთერაპია დაუნიშნა – პლევრიტის დროს.  ხოლო, პირადად, ტახიკარდიის დიგნოზით როცა მიმიყვანეს „ჯეოჰოსპიტალში“, მორიგე ექიმს  წყენა დაეტყო: ამ შუაღამეზე ამის გამო აქ რამ მოგიყვანა, გამოძინება არ უნდა მაცადოო?!“

 

 არც ისე დიდი ხნის წინ ჭიათურაში ახალგაზრდებმა დაგეგმეს საპროტესტო აქცია, რომელიც ჭიათურის პრობლემებზე იყო აქცენტირებული, თუმცა ამ აქციას შედეგი არ მოჰყოლია. ძირითადი პრობლემები, რომლებიც არსებობდა სააკაშვილის მმართველობის დროს, ახლაც არსებობს. გადაჭარბებული ოცნება, რომ „ოცნება“ მანგანუმის ახალ მრეწველს შემოიყვანდა და „ოქროს ხიდებს“ გადებდა ყვირილაზე, ისევ უტოპიად დარჩა ზემო იმერლებისთვის, რასაც კიდევ უფრო მეტად ამწვავებს ჯანდაცვის მინისტრის, სერგეენკოს განცხადება, რომ ჭიათურიდან ორიოდე ნაბიჯზე საჩხერის სამედიცინო ცენტრია, რომელიც ჭიათურასაც ეყოფაო.

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ყველაზე შორი სოფლის მკვიდრი საჩხერიდან დაცილებულია 45-50 კილომეტრით. თან, მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი 112-ის მომსახურება ისეთია, სასწრაფო დახმარების ნაცვლად, „საგვიანო“ შეიძლება დავარქვათ (არაერთხელ მომხდარა, რომ „უაზის“ მარკის 03-ები გზად დარჩენილან). ცნობილია, რომ სასწრაფო დახმარების მანქანები „დაგორებით“ უნდა გაუშვა, ავტოპარკები გასაახლებელია (ერთხელ ძროხისგან ნეკნებჩალეწილი ქალი შუა გზაზე გაჩერებული სასწრაფო დახმარების მანქანიდან სხვა მანქანაში გადაუსვამთ და ისე მიუყვანიათ საავადმყოფოში; პაციენტიან „უაზს“ ცეცხლიც კი წაჰკიდებია... ამდაგვარი ისტორიები მრავლად შეიძლება მოვიყვანოთ.

 

 ბატონი სერგეენკო მიგვითითებს საჩხერის სამედიცინო ცენტრისკენ. მისი დირექტორობისას აგებული საჩხერის საავადმყოფო ულტრათანამედროვე აღჭურვილობითა და უდიდესი ფართით მართლა აღტაცებას იწვევს, თუმცა ეს ჭიათურლებისთვის დიდი შეღავათი არაა. ჭიათურაში თვლიან, რომ ტექნიკური და სამედიცინო ინტელიგენციით ცნობილი ჭიათურა ახლა საჩხერისკენ მომლოდინე თვალებით არ უნდა იყურებოდეს.

 

იქნება თუ არა ჭიათურა ქალაქის სტატუსით? ჭიათურაში არ არის პროკურატურა, სასამართლო, უკვე საავადმყოფოც... ბევრი ფიქრობს: ბარემ, გააუქმონ ეს მუნიციპალიტეტი და საჩხერეს შეუერთონ (ეს უკვე გამოცდილიცაა: კომუნისტურ ეპოქაში მოსინჯეს და მიიღეს კიდეც უმახინჯესი რაიონული მმართველობა).

საინტერესოა, რაში სჭირდება საქართველოს სერტიფიცირებული ექიმები, თუ არ იქნება საავადმყოფოები და არ ექნება სასწრაფო დახმარებას ავტომობილები? ხარაგაულში საავადმყოფოს შენობა ევროსტანდარტს კი არა, ოფლის ამბულატორიის პირობებსაც ვერ აკმაყოფილებს. მხოლოდ ქუთაისის ეროვნული სამედიცინო ცენტრი და საჩხერის სამედიცინო ცენტრი ეყოფა ყველაზე დიდ სამხარეო დანაყოფს – იმერეთს?!

 

იქნებ უნდათ, რომ 112-ის ეკიპაჟი ვერტმფრენებით ატარონ და მანძილი არ იყოს საგულისხმო?

 

ბატონი მინისტრი ამბობს: „მინდა, ყველამ სწორად გაიგოს, რესერტიფიცირების პროგრამის ამოქმედება არ არის მიმართული იქით, რომ ჩვენი კოლეგებისგან თანხა იქნას ამოღებული,  არამედ, ამ  პროგრამის მიზანი პაციენტებისთვის მეტი გარანტიების შექმნა და ასევე – მომსახურების გაუმჯობესება“.

 

საყოველთაო დაზღვევის პირობებში, თუნდაც სრულყოფილი პაკეტი შესთავაზოს ბენეფიციარებს მზღვეველმა, საავადმყოფომდე თუ ვერ მიაღწია პაციენტმა, იქ გადამზადებულ-რესერტიფიცირებულმა ექიმმა რა უნდა ქნას – დისტანციურად უმკურნალოს ისედაც თავგაბეზრებულ პაციენტს?

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7986
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია