დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გურამ ოდიშარიამ მარინე მიზანდარის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით პრემიერს მიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/10 16:16:20

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მისი პირველი მოადგილის, მარინე მიზანდარის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.

 

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" მარინე მიზანდარმა დაუდასტურა. მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, გურამ ოდიშარიამ მისი გათავისუფლების მოთხოვნით პრემიერს 5 თებერვალს მიმართა. მისივე თქმით, საკითხი განხილვის პროცესშია და ამასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. 


მარინე მიზანდარის ინფორმაციით, ოფიციალურ წერილში გათავისუფლების მიზეზად დაუმორჩილებლობა და მითითებების შეუსრულებლობა სახელდება. მიზანდარი მინისტრის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად გურამ ოდიშარიასთან რამდენიმე საკითხზე უთანხმოებას, განსაკუთრებით კი საყდრისის თემას, ასევე საკადრო პოლიტიკას ასახელებს. 


როგორც მიზანდარმა განმარტა, მისთვის ცნობილი იყო, რომ მინისტრი მის თანამდებობიდან გადაყენებას აპირებდა.
"მითხრა, თუ არ შევიცვლიდი თვალსაზრისს, მიდგომას, უკიდურეს ზომებს მიმართავდა. ალბათ ამას გულისხმობდა", - განმარტა მარინე მიზანდარმა.


მისივე თქმით, ამჟამად კულტურის სამინისტროში მუშაობას ჩვეულებრივად განაგრძობს. 


თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მარინე მიზანდარი ევროკავშირის პროექტებზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტის სტატუსით სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის გაგრძელებას, ასევე საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ხაზით საქმიანობას გეგმავს. ხოლო თუ პრემიერმა გურამ ოდიშარიას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მარინე მიზანდარი კულტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტზე დარჩენას აპირებს.

 

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2362
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია