დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არასამთავრობო ორგანიზაციები ქუთაისის მერიის მუდმივმოქმედ საკონკურსო კომისიის წევრობაზე უარს აცხადებენ
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/02/10 15:26:56

დღეს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  ქალაქში  მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით დისკუსია გამართეს

 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ კომისიის წევრის შერჩევაზე. მათი ნაწილი ეთანხმება კომისიის ახლადდანიშნული თავმჯდომარის, დავით დვალის ინიციატივას, რომ კომისია დაკომპლექტდეს არასამთავრობოთა წარმომადგენლებით, თუმცა,  არასამთავრობო სექტორის ნაწილმა კომისიაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მათი თქმით, კომისიის მუშაობა პოლიტიკას უკავშირდება და არ სურთ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობის მიღება.

 

შეხვედრაზე ერთხმად შეთანხმდნენ, რომ ვერავინ მისცემს ხმას სხვა ორგანიზაციას კომისიის წევრობაზე და, სჯობს, მონიტორინგის გზით შეირჩეს კომისიის წევრი. 

არასამთავრობო ორგანიზაცა „საიას“ წარმომადგენელმა  ნოდარ ჯიქიამ განაცხადა, რომ  „საია“ არ მიიღებს მონაწილეობას კომისიის დაკომპლექტებაში და მხარდაჭერასაც ვერავის გამოუცხადებს. 

 

„საია“  უარს აცხადებს,  რადგან,  როცა კონკურსია, იქ არის გამარჯვებული და დამარცხებული, სამართლებრივი მექანიზმების დარეგულირებისათვის კი, ძირითადად,  ჩვენ მოგვმართავენ და რომ არ იყოს ინტერესთა კონფლიქტი, არ მივიღებთ მონაწილეობას. მხოლოდ შორიდან დავაკვირდებით პროცესებს.“ – აცხადებს ნოდარ ჯიქია.

 

დისკუსიაზე აღნიშნული კომისიის დებულების მიმართ უკმაყოფილებამ გაიჟღერა. არასამთავრობოების ნაწილმა უნდობლობა გამოუცხადა კომისიის მუშაობას. 


„იმისათვის, რომ გამჭვირვალე იყოს კომისიის მუშაობა, უნდა დაიწეროს ჩამოყალიბებული დებულება, სადაც გაწერილი იქნება ყველა საკითხი, მათ შორის, კომისიის წევრების შერჩევის კრიტერიუმიც.  ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას და დამკვირვებლის პოზიციიდან ვადევნებთ თვალს მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობას,"- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“  ქუთაისის ფილიალის იურისტმა თეონა ზაქარაშვილმა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2343
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია