დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/10 13:30:58

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დანაშაულებრივი დაჯგუფების 5 წევრი: 1989 წელს დაბადებული ლევან ქ, 1980 წელს დაბადებული ლონდერ მ, 1974 წელს დაბადებული ხვიჩა ლ, 1985 წელს დაბადებული ოთარ ს. და 1988 წელს დაბადებული დავით ჩ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები აღიარებენ ე.წ. ქურდულ სამყაროს, ურთიერთობა ჰქონდათ ე.წ. კანონიერ ქურდებთან და აქტიურად ასრულებდნენ მათ დავალებებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: ბლოკნოტი მოქალაქეთა მონაცემებით, თანხა – 10 000 ლარი, „კალაშნიკოვი“-ს კონსტრუქციის „ა-კა-ემ-ეს“-ის მოდელის ავტომატი, „მაუზერი“-ს სისტემის პისტოლეტი და 107 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-პრიმა მუხლით და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2662
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია