დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პატიმრების პროტესტი
31 თვითდაზიანებული პატიმრიდან საფრთხე არცერთს არ ემუქრება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/10 12:09:36

გეგუთის მე-14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 800-მდე პატიმარი შიმშილობას ისევ აგრძელებს. წუხელ რამდენიმე მათგანმა თვითდაზიანება მიიყენა, რის გამოც მათი ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა გახდა საჭირო. პატიმრების ნაწილს სამედიცინო დახმარება თავად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღმოუჩინეს. არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

 

დღეს დილის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ საგანგებო ინფორმაცია გაავრცელა სასჯელაღსრულების №14 დაწესებულაბაში ამ დროისათვის არსებულ მდგომარეობაზე, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

 

„2014 წლის 10 თებერვლის ღამით, სასჯელაღსრულების N14 დაწესებულებიდან სამოქალაქო საავადმყოფოებში გადაიყვანეს 17 მსჯავრდებული. ყველა მათგანს აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო დახმარება. ამ მომენტისთვის ჩვიდმეტივე მსჯავრდებული დაბრუნებულია დაწესებულებაში. პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისიდან ჩასულმა პენიტენციური ჯანდაცვის გუნდმა გეგუთის N14 დაწესებულების ექიმებთან ერთად დახმარება ადგილზე აღმოუჩინა 14-მდე პატიმარს, რომელთა მდგომარეობაც ასევე სტაბილურია.  პატიმრებს თვითდაზიანებები ძირითადად ზემო კიდურებზე ჰქონდათ მიყენებული. სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის მხრიდან ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. სიტუაცია კონტროლირებადია. ადგილზე იმყოფებიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილეები, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2426
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია