დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპროტესტო აქცია
შვილმკვდარი მამების მუქარა:"თუ სამართლიანობა არ აღსდგება და ჩვენი შვილების მკვლელები არ დაისჯებიან, ფართომასშტაბიან აქციებს დავიწყებთ!"
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/09 19:45:43

 

დღეს იუსტიციის სახლთან   იური ვაზაგაშვილმა და სოსო რობაქიძემ აქცია გამართეს. ისინი სამართლიანობის აღდგენას და მათი  შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ. მათი განცხადებით, სამართლიანობა  დღემდე არ აღდგენილა და ის წინა ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციას შეეწირა. 

 

თუ ხელისუფლება რეალურად არ დაიწყებს გამოძიებას, მაშინ ის ადამიანები, რომლებიც მოგვატყუეს, ფართომასშტაბიან აქციებს მოვაწყობთ გენპროკურატურასთან_განაცხადა იური ვაზაგაშვილმა.


_დამნაშავეების და მკვლელების დიდი ნაწილი კვლავ მაღალ თანამდებობებზე  არიან  შს სამინისტროში, კატეგორიულად ვითხოვთ,  დამნაშავეების თანამდებობებიდან გათავისუფლებას, პირველ როიგში – ქალაქის პოლიციის უფროსის, გიორგი დალაქიშვილისა და მისი მოადგილის,  ოთარ ნაზიევის. ისინი  ჩემი შვილის მკვლელობის თანამონაწილეები არიან.

 

 ქალაქის პოლიციის უფროსი გიორგი დალაქიშვილი ჩემი შვილის სიახლოვეს 3-4 მეტრში იდგა  და მანქანიდან ისროდა. ალბათ, მთელი საქართველო დამეთანხმება იმაში, რომ კანონის დამცველი არ უნდა იყოს ასეთი წარსულის ადამიანი, როგორიც დალაქიშვილია – განაცხადა იური ვაზაგაშვილმა.


იური ვაზაგაშვილი  ახალი ხელისუფლების პირობებში სამართლიანობის აღდგენას ელოდებოდა, მაგრამ  მისი განცხადებით, დღესაც იგივე გრძელდება, რაც წინა ხელისუფლების დროს.  


იური ვაზაგაშვილი (ზურაბ ვაზაგაშვილის მამა):

_ვანო მერაბიშვილი აწინაურებდა მკვლელებს და პრემიებს აძლევდა, დღესაც იგივე სურათი მივიღეთ. დამნაშავეები მაღალ თანამდებობებზე დააწინაურეს. პროკურატურაში 25 ათასი განცხადებაა  შესული,  მაგრამ ყველა  გაოგნებულია  იმის გამო, რომ არცერთი საქმე ადგილიდან არ დაძრულა. ახლა,  ყველა ისინი, ვინც ითხოვდა საქმის გამოძიებას და არ დაიწყო გამოძიება  აცხადებენ, რომ პროკურატურასთთნ ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ,  სამართლიანიობის აღგენის მოთხოვნით,მათ შორის ვარ მეც .

 

_იმედი გაქვთ, რომ აღსდგება სამათლიანობა?

_  საპრეზიდენტო არჩევნებამდე  თავს შემოგვახვიეს უაზრო კოჰაბიტაცია, იგივე გრძელდება დღესაც. დროა, დამთავრდეს კოჰაბიტაცია.  სამარცხვინოა ის, რომ მოსახლეობის  უდიდესი  ნაწილი  უაზრო კოჰაბიტაციის მსხვერპლია. 

 

ვანო მერაბიშვილს  უამრავი მკვლელობები აქვს ჩადენილი, ლამის ნახევარი საქართველო ამოწყვიტეს და დღეს უსუსური ბრალდებები წაუყენეს მერაბიშვილს. ეს კი ჩვენს მიერ არჩეული ხელისუფლების სირცხვილია, მაშინ, როცა თაკო სალაყაია გირგვლიანის მკვლელობის შემკვეთიც არის და შემსრულებელიც. დღეს კი, გამოდიან და ვანოს  კამერიდან გაყვანას აპროტესტებენ. ის აღარ ახსოვთ,  ვანოს დროს რომ გაჰყავდათ და აუპატიურებდნენ პატიმრებს?

 

 სამართლიანობის  აღდგენას ითხოვს სოსო რობაქიძეც. მისი განცხადებით,   სამართლიანობა ვერ აღდგება დამნაშავე პარტიაზე (ნაციონალებს ვგულისხმობ) ხელის დაფარებით. თუ ხელისუფლება მართლა არ დაიწყებს სამართლიანობის აღდგენას, მაშინ  ფართომაშტაბიან აქციებს დაგეგმავენ.


სოსო რობაქიძე (ბუტა რობაქიძის მამა):

_დღეს სამართლიანობის აღდგენა დაწყებულიც არ არის, მთავრობა უნდა ვაიძულოთ, რომ დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა. ამის გარეშე ვერცერთი ქვეყანა ვერ შედგება და ვერც მის მიერ გამოტანილ კანონებს ექნება აზრი. არ შეიძლება დამნაშავე პარტიას ხელს აფარებდეს ვინმე და იმათთან ერთად სახელმწიფოს აშენებდეს? თუკი სამართლიანობა არ აღდგება, ჩვენ დავიწყებთ ფართომაშტაბიან აქციებს, ისევე, როგორც 2007-2008 წლებში.


 

  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3185
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია